კლუბის ხელმძღვანელობა და ქალაქის მმართველობა, როგორც იქნა, მივიდა საბოლოო დასკვნამდე.
ადრე გვეწერა, რომ "ზესტაფონის" ბაზა და სტადიონი ქალაქის მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში გადავიდოდა, კლუბის დანარჩენი აქტივი კი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ხელში დარჩებოდა.
ახლა საქმე სხვანაირადაა - დამუშავებულია მოდელი, რომელიც კლუბის 50/50-ზე გაყოფას გულისხმობს.
სხვათა შორის, ამ მოდელზე "ლელო" ცოტა ხნის წინ უკვე წერდა. მაშინ ჩვენ მიერ მოპოვებულ ამ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და
უნდა ითქვას, რომ ამ მოდელს საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება. ასეა ჯერჯერობით, თუმცა გვჯერა - კერძო მფლობელისა და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობა კარგის მეტს არაფერს მოუტანს ქართულ ფეხბურთს.
"ზესტაფონი", ამის პარალელურად, თბილისის ზღვასთან მდებარე საკუთარ ბაზაზე აგრძელებს მომზადებას. გუნდში არაერთი ფეხბურთელია სინჯებზე. როგორც კლუბში გვითხრეს, პოტენციურ ახალწვეულთა ნაკადი არ წყდება, თუმცა "ზესტაფონში" განაცხადეს, რომ პრიორიტეტი მიენიჭებათ გამოცდილ ფეხბურთელებს.
ერთიც - იგეგმება დუბლშემადგენლობაში მოასპარეზე პერსპექტიული ფეხბურთელების დაწინაურება. ეს ზესტაფონელ გულშემატკივარს გაახარებს - წლების განმავლობაში გუნდს შედეგი კი ჰქონდა, მაგრამ ამაში ძალიან მოკრძალებული იყო ადგილობრივი მოთამაშეების წვლილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"