29 იანვარს გიორგი დარასელიამ გუნდი პირველად ავარჯიშა.
მანამდე "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ერთი ფეხბურთელი მიიწვია - გივი იოსელიანი. 24 წლის მარჯვენა მცველი "ტორპედოში" 2011/12 წლების სეზონშიც თამაშობდა, მერე კი უნგრული "კეჩკემეტის", ბოლნისის "სიონისა" და ცხინვალის "სპარტაკის" (დღეს უკვე "ცხინვალის") ფორმები მოირგო.
ახლახან ის კვლავ უნგრეთში აღმოჩნდა, სადაც ნიდერიჰაზას "სპარტაკუსში" ისინჯებოდა,
დარასელიამ თურქულ შეკრებაზე ეს ფეხბურთელები იახლა:
მეკარეები: ბექა შეყრილაძე, ლევან ტყეშელაშვილი;
მცველები: გურამ ადამაძე, ზაზა ჭელიძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ბაქარ მირცხულავა, ბექა ბანძელაძე, საბა ადამაშვილი, მიხეილ მახვილაძე, გივი იოსელიანი;
ნახევარმცველები: ლაშა ქებაძე, ნიკა კვასხვაძე, შოთა ბაბუნაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი, ირაკლი კლიმიაშვილი, ოლეგ მამასახლისი, დავით კირკიტაძე;
თავდამსხმელები: ოთარ კვერნაძე, ბექა ტუღუში, ზურაბ ხურციძე, ბუდუ ზივზივაძე, ვახტანგ კვარაცხელია, ნიკა საბანაძე.
"ტორპედოს" თურქეთში 4 ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი: 1-ელ თებერვალს ქუთაისელთა მეტოქე ყაზახური "ირტიში" იქნება, 7 თებერვალს - უნგრული "დებრეცენი", ხოლო 10 თებერვალს - ბულგარეთის "ბოტევი".
კიდევ ერთ შეხვედრას "ტორპედო" 4 თებერვალს გამართავს, ოღონდ სპარინგ-პარტნიორის ვინაობა ჯერ არ დაზუსტებულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"