პრობლემა მერიამ მოაგვარა - ბათუმის "დინამო" თურქეთში ივარჯიშებს და ითამაშებს

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ტექნიკური რეორგანიზაციის გამო აჭარაში საბიუჯეტო სტრუქტურებს იანვრის ხელფასი დაუგვიანდათ. ამის გამო გაურკვეველი იყო, მოახერხებდა თუ არა ბათუმის "დინამო" უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებას.

კლუბის დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა გვითხრა, რომ პრობლემა მოგვარდა და გუნდი თურქეთში მოემზადება.

"ბათუმის "დინამო" ანტალიაში ორკვირიან შეკრებაზე 30 იანვარს მიემგზავრება, სადაც მეორე წრისთვის მზადების ძირითად ეტაპს გაივლის.

გუნდის სახელით მადლობა უნდა გადავუხადო ქალაქის მერიას და მერს - გიორგი ერმაკოვს. შეკრებისთვის საჭირო თანხების დროულად მობილიზება სწორედ მისი ძალისხმევით მოხერხდა.

ვიმედოვნებ, კლუბსა და ქალაქის ხელმძღვანელობას შორის საქმიანი ურთიერთობები კვლავინდებურად
წარმატებით და შედეგიანად გაგრძელდება", - ამბობს ფედიჩკინი.

ჩვენ კი დავძენთ, რომ ბათუმის "დინამო" თურქულ ბელეკში 30 იანვრიდან 12 თებერვლამდე მოემზადება და იქვე საკონტროლო მატჩებსაც გამართავს. 3 მეტოქე უკვე გარკვეულია - 2 იანვარს "დინამო" პერმის "ამკარს" შეხვდება, 5-ში - ნირედიჰაზას (უნგრეთი) "სპარტაკუსს", 8-ში კი რუმინულ "ოცელულს". მეოთხე სპარინგ-პარტნიორს აჭარლები ადგილზე გაარკვევენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული