ბათუმის "დინამო" თურქულ შეკრებაზე დღეს პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, გუნდი თურქულ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მიხეილ ალავიძე, შოთა მამინაშვილი, ლევან შოვნაძე, ბორის მახარაძე, ბადრი ტეტუნაშვილი, ანზორ სუხიაშვილი, ნიკა მგელაძე, ზურაბ ქათამაძე, ვაჟა ქორიძე, მირზა ფარტენაძე, კარენ მაკარიანი, გიორგი სეფიაშვილი, თემურ შონია, ამირან მუჯირი, ირაკლი ჩირიკაშვილი, ბექა ჭკუასელი, გიორგი ქავთარაძე, ვაკო თევდორაძე, ნიკა დიასამიძე, ბექა ვარშანიძე, გიორგი კაშია, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ბერიაშვილი, ტატო აბუსელიძე, თამაზ მაქაცარია.

კლუბი თურქეთში 12 თებერვლამდე დარჩება და ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს.

პირველი შეხვედრა 2 თებერვალს, რუსული პრემიერლიგის კლუბ პერმის "ამკართან" გაიმართება.
5 თებერვალს "დინამო" უნგრეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ ნირედიჰაზას "სპარტაკუსს" დაუპირისპირდება, ხოლო 8 თებერვალს - რუმინეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ გალაცის "ოცელულს".

კლუბის ხელმძღვანელობამ სპარინგი 11 თებერვალსაც დაგეგმა - "დინამო" სერბეთის უმაღლესი ლიგის კლუბ ბელგრადის ოფკ-ს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული