უკვე ცნობილია, რომ "სიონი" თურქეთში ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ბოლნისელები თურქეთში უზბეკურ "ლოკომოტივს", პერმის "ამკარსა" და რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. გარდა ამისა, ბოლნისელები კიდევ ორ სპარინგ-მატჩს ჩაატარებენ. მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსულ და უკრაინულ კლუბებთან.
ბურდულმა თურქულ შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები იახლა: ბათიაშვილი, მერლანი, ფოფხაძე, სვანიძე, გოგობერიშვილი, მოსემღვდლიშვილი, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, სიჭინავა, მიქაბერიძე, ჭანკოტაძე, გურეშიძე, და სილვა, ლუის ალბერტო, ჯაფარიძე, ბერიძე, ასლანაძე, ქებურია, ჭიკაიძე, ცხადაია, საჯაია, ინწკირველი,
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"