ცხინვალი-გურნიკი 0:1 - საკუთარ თავს დააბრალონ...

AutoSharing Option
ანტალიურ შეკრებაზე "ცხინვალმა" პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და პოლონური ექსტრაკლასას მეთერთმეტეადგილოსან ლეჩნას "გურნიკთან" 0:1 წააგო.

ქართულმა გუნდმა მარცხის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს - ლოგიკურია, როცა უამრავი საგოლე მომენტის გამოუყენებლობის გამო მარცხდები.

"ცხინვალმა" პირველ ტაიმში პენალტიც ვერ გაიტანა (ლაშა შინდაგორიძეს მეკარემ აუღო). სამაგიეროდ, 55-ე წუთზე 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა პოლონელმა ტომაშ ნოვაკმა და სწორედ ამ გოლით გაიმარჯვა "გურნიკმა".

კახა კაჭარავას გუნდს თამაშის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ ბაჩანა არაბულმა, ნიკა ახვლედიანმა, ბუბა რუხაძემ და მიხეილ ჯიშკარიანმა კარის აღების შანსები ხელიდან გაუშვეს.

ცხინვალი: ნადირაძე,
ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ნ. ჯიშკარიანი, დ. იმედაშვილი, ბურძენაძე, შინდაგორიძე, ლექვთაძე, ცაცკრიალაშვილი, ნ. კაჭარავა; II ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ნანიევი, გიორგაძე, ქარდავა, მახარობლიძე, მ. ჯიშკარიანი, რუხაძე, ბაჩიაშვილი, მარკოზაშვილი, არაბული, ახვლედიანი.

მეორე სპარინგს "ცხინვალი" 3 თებერვალს, ჩინური სუპერლიგის მეექვსეადგილოსან "გუიჟუ რენჰესთან" გამართვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული