სიონი-ლოკომოტივი (ტაშკენტი) 0:2 - შანსები რომ გამოეყენებინათ...

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ბოლნისის "სიონმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ლადო ბურდულის გაწვრთნილი გუნდი ტაშკენტის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და დამარცხდა - 0:2.

პირველ ნახევარში კარგი მომენტი ჰქონდა ჭანკოტაძეს, შანსი ხელიდან გაუშვა ჭიკაიძემაც. 44-ე წუთზე კი ჯინჭარაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა და უზბეკები დააწინაურა.

მეორე ტაიმში ბურდულმა სხვა შემადგენლობა ათამაშა. გოლიც კვლავ ბოლნისელთა კარში გავიდა. როგორც "სიონის" პრესსამსახური იტყობინება, უზბეკებმა აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს.

"სიონმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
პირველი ტაიმი: მერლანი, ინწკირველი, სვანიძე, ჯინჭარაშვილი, გიორბერიძე, ფოფხაძე, გოგობერიშვილი, ბერიძე, სიჭინავა, ჭანკოტაძე, ჭიკაიძე.
მეორე ტაიმი: მერლანი, მოსემღვდლიშვილი,
გურეშიძე, ცნობილაძე, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე, ცხადაია, საჯაია, ქებურია, და სილვა, ლუისი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული