ზესტაფონი-გაგრა 2:0 - ახალი გუნდი გამარჯვებით იწყებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ზესტაფონმა", რომელმაც ამ ზამთარს შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეცვალა, თბილისის ზღვასთან მდებარე საკუთარ ბაზაზე ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით, პირველი საკონტროლო მატჩი გამართა.

ზესტაფონელები პირველი ლიგის ბინადარ "გაგრას" დაუპირისპირდნენ და 2:0 მოუგეს.

მთლიანობაში, თამაში ზესტაფონელთა უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ ორივე გუნდის გარჯაში მრავლად იყო ელემენტარული შეცდომა.

ეს ბუნებრივიცაა - როგორც "ზესტაფონმა", ისე მისმა მეტოქემ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განიცადეს. ერთი რამ კი აქედანვე შეიძლება ითქვას - "ზესტაფონს" აუცილებლად სჭირდება გაძლიერება. სხვანაირად, გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება.

ახლა ისევ
"გაგრასთან" მატჩს დავუბრუნდეთ. ანგარიში მე-13 წუთზე გიორგი ილურიძემ გახსნა. მან მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი. ამის შემდეგ ორივე გუნდის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, გოლი კი მხოლოდ ერთი გავიდა.

დადგა მეორე ტაიმის მე-13 წუთი (!) და ახლა თავი ზესტაფონელთა ნიგერიელმა ფორვარდმა ჯონ ჯერემიამ გამოიჩინა. საინტერესოა, რომ ჯერემია საქართველოში "გაგრამ" ჩამოიყვანა და ამ ფეხბურთელის პროგრესში უდიდესი წვლილიც შეიტანა...

აქვე ვთქვათ, რომ 4 თებერვალს გამართულ შეხვედრაში არ უთამაშია "ზესტაფონის" გამოცდილ ახალწვეულს, ოთარ ხიზანეიშვილს. ის მატჩს მინდვრის გარედან უცქერდა და უახლოეს შეხვედრებში დაეხმარება ახალ კლუბს, სადაც ერთხელ უკვე თამაშობდა.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ შაბათს "ზესტაფონი" კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავს. მარგველთა მეტოქე ჯერ არ დაზუსტებულა. იმერლები კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას მომავალი კვირის ხუთშაბათსაც გეგმავენ. მათი მეტოქე, დიდი ალბათობით, რუსთავის "მეტალურგი" იქნება.

"გაგრასთან" მატჩში "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
კუპატაძე, ბენაშვილი, ლომაია, ქურდაძე, გაგოშიძე, ნემსაძე, გაჩეჩილაძე, ხაბელაშვილი, მესხი, სამუშია, ილურიძე; შეცვლაზე: ზუხბაია, მთივლიშვილი, რობაქიძე, მაგრაქველიძე, მჭედლიშვილი, ვაჭარაძე, რაჟამაშვილი, შენგელია, ჯერემია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აიღეს ბიუჯეტის ფულები და დაასაქმეს ფედერაციის კადრები ვაი ფეხბურთელები, გამოილევა ზესტაფონში ფული და მერე წავლენ სხვაგან სადაც გამოჩნდება დაფინანსება. თამაში სულ არ არის საჭირო მთავარია ფედერაცია გფარველობდეს ან გავლენიანი პატრონი გყავდეს. ამიტომ არის ჩვენთან გადაჭედილი სტადიონები. ვინ მივა ამათ წვალების საყურებლად. ტექნიკა და აზროვნება ამათ არ აქვთ და კარში ესენი ვერ არტყამენ.
0
მინდა ძველი ზესტა დაბრუნდეს
gaga
16:02 05-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული