თამაშის დებიუტშივე გოლის გატანის შანსი ლაშა შინდაგორიძეს ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული მიზანს ასცდა. მე-11 წუთზე ანგარიში გიორგი ივანიშვილმა გახსნა.
ექვს წუთში კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე მარკოზაშვილმა ითამაშა, თუმცა ააცილა.
70-ე წუთზე ცაცკრიალაშვილის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ იმედაშვილმა თავური დასცხო, მაგრამ მეკარემ აუღო. ზუსტად ერთ წუთში უკვე არაბულს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ამჯერადაც მეკარემ აჯობა.
მე-80 წუთზე ვოდუცმა ანგარიში პენალტით გაათანაბრა. თამაშის ბოლოს ლექვთაძის დარტყმული ძელმა მოიგერია,
ამით "ცხინვალმა" ანტალიური შეკრება დაასრულა და თბილისში დაბრუნდა. კაჭარავას გუნდი სეზონს 18 თებერვალს, "ვიტ ჯორჯიასთან" სათასო მეოთხედფინალის პირველი, საშინაო მატჩით განაახლებს, მეორე წრის სასტარტო ტურში კი 22 თებერვალს "დილას" უმასპინძლებს.
"ვოლუნტართან" მატჩში "ცხინვალმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნანიევი, ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ნ. ჯიშკარიანი, მახარობლიძე, მარკოზაშვილი, ივანიშვილი, ბურძენაძე, ცაცკრიალაშვილი, იმედაშვილი, შინდაგორიძე; შეცვლაზე შევიდნენ: ნადირაძე, ცერცვაძე, გიორგაძე, მუმლაძე, ახვლედიანი, რუხაძე, ლექვთაძე, არაბული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"