"მერანი"-"ჩერნომორეცის" ერთობლივი ფოტო ოდესური კლუბის მუზეუმს დაამშვენებს

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცის" მუზეუმში სამუდამოდ დაიდებს ბინას თურქეთის ქალაქ სიდეში გადაღებული ფოტოსურათი, სადაც უკრაინულ გუნდთან ერთად მარტვილის "მერანის" ფეხბურთელებიც დგანან.

სამახსოვრო ერთობლივი ფოტოსურათი ქართულ-უკრაინულმა გუნდებმა 7 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე ერთმანეთში გასამართი საკონტროლო მატჩის დაწყებამდე გადაიღეს.

"ერთობლივი ფოტოს გადაღების ინიციატივით ოდესელთა სამწვრთნელო შტაბს ქართველებმა მიმართეს:

"ამ ნაბიჯით გვინდა, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ თქვენ და სრულიად უკრაინას და ყველას დავანახვოთ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება მისი მეგობარი".

ქართველების ინიციატივას "ჩერნომორეცში" აღტაცებით შეხვდნენ", - წერს "ჩერნომორეცის" ოფიციალური საიტი.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ის ოდესელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული