დილა-რაპიდი 1:0 - გამარჯვება რუსი და სერბი ლეგიონერების გარჯით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორის "დილამ" თურქეთში რუმინეთის ჩემპიონატის აუტსაიდერ ბუქარესტის "რაპიდთან" ისპარინგა და 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე გორელთა ახალწვეულმა, რუსმა ცენტრალურმა მცველმა ალან ბაგაევმა გაიტანა.

სხვათა შორის, საგოლე პასიც ლეგიონერის იყო - ბაგაევმა სერბი სლავკო მარიჩის გადაცემა დააგვირგვინა. უჩა სოსიაშვილის გუნდი მეტოქეს სჯობდა და დამსახურებულადაც მოიგო.

დავძენთ იმასაც, რომ მე-8 წუთზე შესაცვლელი გახდა გიორგი ხიდეშელი, რომელმაც ტრავმა მიიღო.

"დილამ" კი ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სომხიშვილი, ხიდეშელი, კვახაძე, ხურცილავა, კვეკვესკირი, ჯაფარიძე, ფალავანდიშვილი, რაზმაძე, სეთურიძე, გორელიშვილი, მოდებაძე; შეცვლაზე შევიდნენ: თექთურმანიძე, ბაგაევი, მარიჩი, გვალია, ახალკაცი.

ამ მატჩით გორის "დილამ" თურქული შეკრება დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ააქვს მნიშვნელობა რუსია,თუ ოსი? მთავარია კარგად წარმოაჩინოს თავი.ეს ვიდეო რუმინელების მიერ არის დადებული და იმიტომ არის წარმოჩენილი მათი უპირატესობა/მხოლოდ მათი შეტევებია დადებული/.სინამდვილეში"დილას"საკმაო უპირატესობით მიმდინარეობდა თამაში.
იუზა
15:53 10-02-2015
0
Genacvalet bichebo kaia ro ese mondomebulebi xart dagipasdebat da mixwevt mizans
zoro
15:29 10-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული