გია ისიანი გორის "დილას" დაშორდა

AutoSharing Option
გია ისიანმა გორის "დილა" დატოვა. გამოცდილი მენეჯერი კლუბში ბევრ შავ სამუშაოს უჩუმრად ასრულებდა და ცნობილი ფაქტია, რომ კლუბში რამდენიმე სპონსორიც მიიზიდა, მაგრამ... ისიანს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზეს.

ინფორმაცია ორივე მხარემ დაგვიდასტურა.

ისიანამდე "დილა" დატოვეს მამუკა ჯუღელმა და ლევან სილაგაძემაც. ეს სამეული 2011 წელს ერთად მივიდა კლუბის მმართველობაში და სწორედ მაშინ დაიწყო "დილას" გაძლიერება. გუნდში ბევრი ცნობილი მოთამაშე (მათ შორის, ეროვნული ნაკრების წევრები) და ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტები მიიწვიეს - გია ცეცაძე, თემურ შალამბერიძე, გიორგი დარასელია, გიორგი დევდარიანი...

ისიანის თქმით, მას რამდენიმე
კლუბი უკვე დაუკავშირდა, მაგრამ სად იმუშავებს, ჯერ არ აკონკრეტებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა იყო მიზეზი რატომ არ წერთ? ისიანი დინამოდან წამოვიდა დილაში რომ იქ თავის გამოცდილება გაეზიარებინა. ხეზე ასვლას მაინც არ ასწავლიდა, ისეთი შკოლაა აქვს გავლილი
leobabu
16:32 17-02-2015
0
ისიანი სად მიდისო რომელ გუნდშიო ხომ არ იცით?
abahe
16:34 17-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული