ოთარ ფედიჩკინი: სამწუხაროა, რომ ბათუმში სავარჯიშო მოედანი არ გვაქვს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" თურქული შეკრებიდან დაბრუნდა და სეზონის განახლებისთვის მზადებას ქობულეთში აგრძელებს. კლუბის დირექტორი ოთარ ფედიჩკინი წუხს, რომ ბათუმში სავარჯიშო მოედანი არ არის.

"სამწუხაროა, რომ ბათუმში სავარჯიშო მოედანი არ გვაქვს. ამაზე მეტი მავნებლობა რა უნდა იყოს, როცა 4 სტადიონი გაგვინადგურეს, ხოლო 2012 წელს ანგისას სტადიონზე ოპოზიციას აქცია რომ არ გაემართა, მოედანი გადახნეს.

ბოლო ორი წელია, რაც ამოვისუნთქეთ, ხალხის შემოტრიალებას და ბავშვთა ფეხბურთის აღორძინებას ვცდილობთ. წლეულს, გაზაფხულზე იწყება ბაზისა და სტადიონის მშენებლობა და იმედიანად ვართ.

დღეს გუნდში 17 ადგილობრივი მოთამაშე გვყავს. ფეხბურთის
ხელშეწყობით ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი ვართ საქართველოში - ქობულეთს, ქედას, ხელვაჩაურს გუნდები ჰყავთ, ხოლო ბათუმში სულაც ორი გუნდია".

ზამთრის შესვენებისას "დინამოში" უმნიშვნელო საკადრო ცვლილება მოხდა: გამოცდილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ გიორგი ქავთარაძე დაიმატეს, დუბლებიდან კი 3 მოთამაშე დააწინაურეს. "დინამო" დატოვეს გიორგი გავაშელიშვილმა და ნიკა პაჭკორიამ, ხოლო დავით ნაკაშიძე ხელვაჩაურის "მაჭახელაში" იჯარით გაუშვეს. ფედიჩკინი ამის მიზეზსაც გვიხსნის:

"ეს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებაა, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია. არეულ-დარეული გუნდითა და სამ-ოთხთვიანი მოთამაშეებით სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია. შემადგენლობის სტაბილურობა წინსვლის ერთ-ერთი წინაპირობაა.

ჩვენი ამოცანა გუნდის უკეთ შეთამაშება და თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლაა. ამას ხელს უწყობს კლუბში როლების გადანაწილება. მე მწვრთნელის საქმეში არ ვერევი. ყველამ თავისი საქმე იცის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროა სამწუხაროას გაიძახიტ ყოველტვის და თვს პრთხილდებით ნეტავ ამ მოგვხსნანო.ასე რო იყოს ტრადიციულად საქართველოში სავარჯიშო მოედნებიც გვექნებოდა და სათამაშო სტადიონებიც.ერთხელდა სამუდამოდ დაიწყეთ მოთხოვნა ხელისუფლისგან რომლებიც თავიანთი ჯიბეების გასკელებით არიან დაკავებული და გადაგვარდება საბოლოოდ ეს ტრადიციაც!!!
bacho
16:11 17-02-2015
0
სახელმწიპოს არააქვს,სახელმწიფო გსაჭირშიაოს გავიძახით ჩვენ.საიდან ექნება როცა ამ სახელმწიფოს ჭამს თავისი ხელისუფლები????
bacho
16:14 17-02-2015
0

სიახლეები პოპულარული