ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე "გურიამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა, "ზუგდიდმა" კი ბაიას ბაზაზე ქობულეთის "შუქურა" მიიღო. ორივე შეხვედრა ერთნაირი სცენარით წარიმართა და უგოლო პირველი ტაიმების შემდეგ, მასპინძელთა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
ლანჩხუთში გამართულ მატჩში მასპინძლებს გამარჯვება თორნიკე მოსიაშვილმა (50-ე წუთი) მოუტანა.
ამ მოგებით "გურიამ" 22 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე აღზევდა, "ზუგდიდმა" კი ბოლო ადგილს დააღწია თავი და 15 ქულით მე-14 პოზიციაზეა.
უმაღლესი ლიგის XVI ტურის
იხილეთ ვრცლად:
უმაღლესი ლიგა. XVI ტურის წინ: დიდი აჟიოტაჟის მოლოდინში