მაგრამ თბილისის "დინამოსთან" გასვლაზე მოპოვებულმა გამარჯვებამ და პირველი წრის შემდეგ მე-4 ადგილზე დაწინაურებამ აშკარა გახადა - შოთა ჭეიშვილმა გუნდი ნელ-ნელა მოაფერიანა.
საგაზაფხულო ეტაპიც გუნდმა მშვენივრად დაიწყო. მართალია, "მეტალურგს" უკიდურესად უჭირს და ლიდერებისგანაც დაიცალა, მაგრამ ვარლამ კილასონიას გუნდთან 3 ქულა გარანტირებული მაინც არავის ექნება...
ბათუმელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტიც შექმნეს. ანგარიშის გახსნა შეეძლო გიორგი ბერიაშვილს, ორჯერ მიეცა შანსი ირაკლი ჩირიკაშვილს, მერე - ბადრი ტეტუნაშვილსაც. თუმცა, დინამოელები "მეტალურგის" კარის აღებას ვერ ახერხებდნენ.
მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს "მეტალურგი" მაინც გატყდა, როცა ანგარიში ბერიაშვილმა გახსნა. მეორე ნახევრის დასაწყისში კი დიმიტრი ტატანაშვილმა რუსთაველთა კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
ამ გამარჯვებით ბათუმის "დინამომ" "სამტრედია" უკან ჩამოიტოვა და მე-3 პოზიციაზე გამაგრდა. და რაც მთავარია - ბათუმელთა პროგრესი უფრო მეტ დაძაბულობასა და ინტრიგას მატებს ეროვნულ ჩემპიონატს.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
22.02. ქობულეთი. ჩელე არენა. 700 მაყურებელი
დინამო (ბთ)-მეტალურგი 2:0
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (40), 2:0 ტატანაშვილი (47)
დინამო: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია, თევდორაძე (81. ვარშანიძე), ჩირიკაშვილი (67. აბუსელიძე), ქავთარაძე, ბერიაშვილი, ტატანაშვილი (67. ნ. დიასამიძე).
სათადარიგოები: მამინაშვილი, ქორიძე, მუჯირი, მაკარიანი.
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
მეტალურგი: ბედიაშვილი, კილასონია, ნარიმანიძე, გოცაძე (52. ი. მაისურაძე), ხიზანეიშვილი, გუჯაბიძე (52. ბ. მიქელაძე), ჯოხაძე, ბარაბაძე, სტეფნიაშვილი, მიქაუტაძე, გაბაშვილი (68. გულუა).
სათადარიგოები: ნადირაძე, ციცქიშვილი, ოქროპირიძე, ბიწკინაშვილი
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: გოცაძე (34), სუხიაშვილი (45), შონია (76), მიქელაძე (70)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 5
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
მომდევნო მატჩები
XVII ტური
28 თებერვალი, შაბათი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
შუქურა-გურია
1-ლი მარტი, კვირა
მეტალურგი-ზუგდიდი
სიონი-დინამო (თბ)
ვიტ ჯორჯია-სამტრედია
ზესტაფონი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
მერანი-ცხინვალი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
გიორგი კახიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვარლამ კილასონია