ბოლნისელთა თავკაცის თქმით, წაგების მიუხედავად, ყველაფერი წინაა და მისი გუნდი თამაშს გამოასწორებს.
"მძიმე გრუნტი იყო, მოედანზე - ტალახი. რაც ჩამოვედით, ხელოვნურ საფარზე ვვარჯიშობთ. პირველი თამაში იყო და გაუჭირდათ ბიჭებს.
რა თქმა უნდა, თამაშით კმაყოფილი არ ვარ, სულ სხვა გუნდი იყო შეკრებაზე და ახლა სულ სხვა გუნდია. წასაგები თამაში
მსაჯობაზე კი ლაპარაკი აღარ მსურს. ორი კამერით ვიღებდით და ახლა მესამესაც დავამატებთ, რომ ყველა მხრიდან გადავიღოთ, რაც მოედანზე ხდება. ასე თუ გაგრძელდა, რა აზრი აქვს? 11-ს კი არა, 14 ადამიანს უნდა ეთამაშო.
არ ვამბობ, რომ მხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ დაუშვეს შეცდომები, მეორე მხარესაც იყო. ისეთ მომენტში აჩერებდა თამაშს, სადაც არ უნდა გააჩერო. ცალ მხარეს არ იყო შეცდომები, მაგრამ, ძირითადად, მასპინძლების სიმპათია ჰქონდა, უდიდესი სიმპათია. ფეხბურთი ნიუანსებისგან შედგება, ხუთ კონტრშეტევას რომ გაგიჩერებს, მაშინ გადაიცვას სხვა ფერის მაისური.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ თამაშით არაფერი გადაწყვეტილა. ჩვენი გუნდი გამოასწორებს თამაშს. როგორც ჩვენ და მაყურებელი ვთხოვთ ფეხბურთელებს, რომ მაქსიმუმი გააკეთონ, ასევე უნდა მოეთხოვოთ მსაჯებსაც".
ბოლნისის “სიონი” მორიგ შეხვედრას 1-ელ მარტს, თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.
მომზადებულია fcsionibolnisi.com-ის მიხედვით