ლადო ბურდული: მსაჯი ხუთ კონტრშეტევას რომ გაგიჩერებს, მაშინ გადაიცვას სხვა ფერის მაისური

AutoSharing Option
ბოლნისის ” სიონის” მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა უმაღლესი ლიგის XVI ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც მისი გუნდი საჩხერის "ჩიხურასთან" დამარცხდა (0:2), კლუბის ოფიციალურ საიტთან თამაში შეაფასა.


ბოლნისელთა თავკაცის თქმით, წაგების მიუხედავად, ყველაფერი წინაა და მისი გუნდი თამაშს გამოასწორებს.

"მძიმე გრუნტი იყო, მოედანზე - ტალახი. რაც ჩამოვედით, ხელოვნურ საფარზე ვვარჯიშობთ. პირველი თამაში იყო და გაუჭირდათ ბიჭებს.

რა თქმა უნდა, თამაშით კმაყოფილი არ ვარ, სულ სხვა გუნდი იყო შეკრებაზე და ახლა სულ სხვა გუნდია. წასაგები თამაში
არ იყო. ერთხელ მეკარეს გაუვარდა ხელიდან, ჭანკოტაძემ დაამატა, მაგრამ ისევ მეკარემ აჯობა. ორივე ბურთი ჩვენი მცველებისგან განხორციელებული შეცდომებისგან გავიდა.

მსაჯობაზე კი ლაპარაკი აღარ მსურს. ორი კამერით ვიღებდით და ახლა მესამესაც დავამატებთ, რომ ყველა მხრიდან გადავიღოთ, რაც მოედანზე ხდება. ასე თუ გაგრძელდა, რა აზრი აქვს? 11-ს კი არა, 14 ადამიანს უნდა ეთამაშო.

არ ვამბობ, რომ მხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ დაუშვეს შეცდომები, მეორე მხარესაც იყო. ისეთ მომენტში აჩერებდა თამაშს, სადაც არ უნდა გააჩერო. ცალ მხარეს არ იყო შეცდომები, მაგრამ, ძირითადად, მასპინძლების სიმპათია ჰქონდა, უდიდესი სიმპათია. ფეხბურთი ნიუანსებისგან შედგება, ხუთ კონტრშეტევას რომ გაგიჩერებს, მაშინ გადაიცვას სხვა ფერის მაისური.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ თამაშით არაფერი გადაწყვეტილა. ჩვენი გუნდი გამოასწორებს თამაშს. როგორც ჩვენ და მაყურებელი ვთხოვთ ფეხბურთელებს, რომ მაქსიმუმი გააკეთონ, ასევე უნდა მოეთხოვოთ მსაჯებსაც".

ბოლნისის “სიონი” მორიგ შეხვედრას 1-ელ მარტს, თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია fcsionibolnisi.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
гамоткма гулит да сулит ..... да ара кацури хом арбитреби тотализаторс ром тамашобс ес бизнесиа машин имитом арис картули пехбурти цаши варсквлавебс ром крепен ваи чвенс патронс
читуниа
01:42 24-02-2015
0
კარგი რა გეყოტ რა ამდენი პიარი ლადო ბურდულზე. აპიარებტ ბურდულს გუნდს კი არა
0

სიახლეები პოპულარული