საქმე ასეა: მოგეხსენებათ, ქალაქის მმართველობამ კლუბისთვის კონკრეტული რაოდენობის თანხა გამოჰყო, მაგრამ იურიდიული ნიუანსების მოუგვარებლობის გამო ჯერაც არ დასრულებულა "ზესტაფონის" ბაზისა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის პროცესი.
შესაბამისად, ქალაქის მმართველობას ჯერ კიდევ არ აქვს იურიდიული საფუძველი საიმისოდ, რომ კლუბს დაეხმაროს. წესით, ეს პროცესი მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დამთავრდეს, თორემ მერე, შესაძლოა, მართლაც რთული
დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ ამჟამად კლუბის სალარო აბსოლუტურად ცარიელია. მეტიც, იყო იმის საშიშროება, რომ "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველ ტურში ლანჩხუთის "გურიასთან" სათამაშოდ საერთოდ ვერ გამგზავრებულიყო.
ჩვენი ინფორმაციით, პრობლემის გადაჭრა უკანასკნელ წუთს მოხერხდა. მოგეხსენებათ, ზამთრის შესვენებისას "ზესტაფონმა" რამდენიმე ფეხბურთელი სხვადასხვა გუნდში გაანათხოვრა და იმერლებმა საქმეში სწორედ ამ გარიგებებით მობილიზებული თანხები ჩართეს.
იმედია, "ზესტაფონში" სიტუაცია მიმდინარე კვირის ბოლომდე დარეგულირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"