ფოთის "კოლხეთმა" ბათუმის "დინამოს" ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. ანგარიში 43-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა 11-მეტრიანით გახსნა, ასევე პენალტი აქცია გოლად 70-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა.
ქობულეთში "შუქურამ" ლანჩხუთის "გურიას" აჯობა. "ჩელე არენაზე" ანგარიში 65-ე წუთზე ლაშა ჩაფიძემ გახსნა, 72-ეზე კი ადრიან პუკანიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ტურის დანარჩენი ექვსი შეხვედრა, კვირას, 1-ელ მარტს გაიმართება.
იხილეთ: უმაღლესი ლიგა.
მოსკოვიდან კოლოსკოვის მიერ გამოგზავნილ, ფეხბურთის სამამართველოს კომისიის წევრებს, ფოთი და ფოთის სტადიონი, ლანჩხუთად და ლანჩხუთის სტადიონად გააცნო, ლანჩხუთის სტადიონი კი სავარჯიშო ბაზად.