კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:2 - პირველი პენალტი მაინც შეახსენეს...

AutoSharing Option
მრავლისმნახველ "ევგრაფი შევარდნაძეზე" ზღვისპირული დერბი დაძაბული და საინტერესო სანახავი გამოდგა, თუმცა ხარისხი მაღალი არ ყოფილა.

ორივე გუნდს მოგება სასიცოცხლოდ სჭირდებოდა - "მასპინძელ" ფოთელებს ცხრილის ქვედა ნაწილისგან თავის დასაღწევად, ხოლო ბათუმელებს - ზედა ნაწილში წინ წასაწევად და დასამკვიდრებლად.

თავიდანვე უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა და ბურთი მოედნის ცენტრში თითქმის არ ჩერდებოდა. პირველ ტაიმშიც გარკვეულ უპირატესობას ფოთელები ფლობდნენ და მეორეში უკვე ცენტრის გაკონტროლებასაც შეეცადნენ. თითქმის ყველა ხაზი პოზიციურად კარგად ირჯებოდა და ფლანგებიც კარგად მუშაობდნენ, მაგრამ არწასაგებადაც ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მათგან კარგი შანსი პირველ
ტაიმში გიგა ამბროლაძეს, ხოლო მეორეში ამირან გუგუშვილს ჰქონდა, მაგრამ მიხეილ ალავიძემ კარი "მშრალად" შეინახა.

სამაგიეროდ, თავისი შანსები "დინამომ" გამოიყენა. მატჩის ბედი ორმა 11-მეტრიანმა გადაწყვიტა, რომელთაგან პირველი კოლხთა აღშფოთების მიზეზი გახდა - ტაიმის მიწურულს არბიტრმა მცველთან შეჯახებისას ირაკლი ჩირიკაშვილის საჯარიმოში დაცემა პენალტად შეაფასა (რაც დიმიტრი ტატანაშვილმა გოლად აქცია), რის გამოც გასახდელამდე მისვლა ფოთელი ქომაგების მხრიდან ობსტრუქციის თანხლებით მოუხდა.

მართალია, მეორე ტაიმში გიორგი ჩადუნელის მიერ ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი (აქ უკვე გიორგი ბერიაშვილმა იყოჩაღა) კოლხებს არ გაუპროტესტებიათ, მაგრამ ჯენერი ხორავას პირველი პენალტი საფინალო სასტვენის შემდეგაც შეახსენეს და სამშვიდობოზე გასვლისას კვლავ გინების კორიანტელი დაატყდა თავს...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
28.02. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 400 მაყურებელი
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:2
გოლები: 0:1 ტატანაშვილი (43-პენ), 0:2 ბერიაშვილი (70-პენ)
კოლხეთი (4-2-3-1): სეფიაშვილი - კილასონია, თევზაძე, ჩადუნელი, ლ. კაკულია - თ. კაკულია (46. გიგაური), გოგონაია (68. გუგუშვილი) - შენგელია, გურეშიძე, ამბროლაძე - შ. ჯიქია.
სათადარიგოები: ძაგანია, ჩაკვეტაძე, სარსანია, ბარამიძე
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
დინამო (4-4-2): ალავიძე - ტეტუნაშვილი, ბ. მახარაძე, მგელაძე, მაკარიანი - ჩირიკაშვილი (46. ქორიძე), შონია, ვარშანიძე, ქავთარაძე - ბერიაშვილი (88. ფარტენაძე), ტატანაშვილი (70. ვ. თევდორაძე).
სათადარიგოები: მამინაშვილი, მუჯირი, აბუსელიძე, დიასამიძე

გაფრთხილება: ლ. კაკულია (64), ჩადუნელი (70), ვარშანიძე (77), თევდორაძე (83)
არბიტრი: ჯ. ხორავა

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 6
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5

შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს.


მომდევნო მატჩები. XVIII ტური
5 მარტი, ხუთშაბათი
გურია-მეტალურგი
დინამო (ბთ)-დილა
დინამო (თბ)-ზესტაფონი
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია
ჩიხურა-შუქურა
სამტრედია-სიონი
ტორპედო-მერანი

6 მარტი, პარასკევი
ზუგდიდი-კოლხეთი

9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები.

ლაშა სარჯველაძე ლანჩხუთიდან
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული