უმაღლესი ლიგა. XVIII ტური: "ბათუმმა" მოიგო, "დილას" ლიდერობა კი ეჭვქვეშაა

AutoSharing Option
5 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XVIII ტურის ექვსი მატჩი გაიმართა.

ქობულეთში, ბათუმის "დინამოსთან" სტუმრად გამართულ მატჩში დამარცხდა სატურნირო ცხრილში ამ ტურის წინ გალიდერებული გორის "დილა". შეხვედრის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ გაიტანა. შესაბამისად, თუკი ამ ტურში თბილისის "დინამო" "ზესტაფონთან" მოიგებს, ცხრილში "დილა" პირველობას დათმობს.

საკუთარ მოედანზე გამარჯვება იზეიმა "სამტრედიამ", რომელმაც ბოლნისის "სიონი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ანგარიში ზურაბ ხიზანიშვილმა გახსნა (40), რევაზ გეწაძემ კი უპირატესობა ორბურთიანი 47-ეზე გახადა. ბოლნისელებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს - 68-ე წუთზე ცოტნე ქებურიამ გაიტანა,
მატჩის საბოლოო ანგარიში კი ილია კერძევაძემ (90) დააფიქსირა.

ბევრისთვის მოულოდნელად, ივაწმინდაში გამარჯვება იზეიმა ქობულეთის "შუქურამ", რომელმაც საჩხერის "ჩიხურასთან" მატჩის ბედი ბოლო ხუთ წუთში, გიორგი გურულისა (86) და გიორგი კუხიანიძის (90) გოლით გადაწყვიტა.

თავ-თავიანთი შეხვედრები მინიმალური ანგარიშით მოიგეს "გურიამ" და "ცხინვალმა". ლანჩხუთში, ევგრაგი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე "გურიამ" რუსთავის "მეტალურგს" თორნიკე მოსიაშვილის (18) გოლით სძლია, ხოლო "ცხინვალს" თბილისში "ვიტ ჯორჯიასთან" ლაშა შინდაგორიძემ (80) გაამარჯვებინა.

გამარჯვებული ვერ გამოვლინდა ქუთაისში გამართულ მატჩში (1:1), რომელშიც "ტორპედომ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. სტუმრები საბა ლომიას (32) გოლით იგებდნენ, თუმცა 45-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა და ქუთათურებს ქულა გადაურჩინა.

დინამო (ბთ)-დილა 1:0 (0:0)
სამტრედია-სიონი 3:1 (1:0)
ჩიხურა-შუქურა 0:1 (0:0)
გურია-მეტალურგი 1:0 (1:0)
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0 (0:0)
ტორპედო-მერანი 1:1 (1:1)

დღის ერთი მატჩი, რომელშიც თბილისის "დინამო" "ზესტაფონს" მასპინძლობს, მოგვიანებით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოდებაძე როდის დაბრუნდებაა?
gori
06 მარტი 2015 10:33
0
დამთავრდა დინამოების გრიალი,მომავალ მატჩებს ორივე დინამო წააგებს,ეს უკვე წამალივითაა გამოწერილი!

მერანი გადატკეპნის ბათუმის დინამოს გაზაფხულის ბალახივით!

შუქურა კი მადაზე მოსული თბილისის დინამოს გადატკეპნის!
გუადუა
06 მარტი 2015 01:02
0
ალბათ გასახდელიდან გაიტანა.
Zurab
05 მარტი 2015 23:33
0
ადმინ კერძევაძემ პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და გოლს როგორ გაიტანდა კაპანაძემ გაიტანა ბოლო წუთზე
დიტო
05 მარტი 2015 18:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული