დინამო (ბთ)-დილა 1:0 - სამივე მოგებით მესამეზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ მატჩს რაღა დამატებით ინტრიგა უნდოდა, მაგრამ მაინც აღსანიშნავია, რომ 16-გუნდა ჩემპიონატში მხოლოდ ბათუმისა და გორის გუნდებს ჰქონდათ წელს ორივე მოგება და "ჩელე არენაზე" უნდა გარკვეულიყო, ვინ გააგრძელებდა მოგებათა სერიას (ფრე ორივეს უწყვეტდა).

მოწინავე სამეულში მყოფი გუნდების დაპირისპირება უშეღავათო და საინტერესო რომ იქნებოდა, ეს მოსალოდნელიც იყო.

თუმცა ამას ვერ ვიტყვით საწყის ნახევარ საათზე, როცა საინტერესო არც არაფერი ხდებოდა, თუ არ ჩავთვლით მეორე წუთზე გიორგი ბერიაშვილის შანსს, რომელიც ბათუმელ ფორვარდს მცველებმა ააცალეს.

მორიგი შანსი ბერიაშვილს 35-ე წუთზე მიეცა, თუმცა დიმიტრი ტატანაშვილის
გადაცემის შემდეგ კარში დარტყმა დააგვიანა და ოდენ კუთხურს გამორჩა.

თითო ხიფათიც გაცვალეს გუნდებმა ტაიმის ბოლომდე - ბადრი ტეტუნაშვილის თავურს მცველები გადაეღობნენ, ხოლო ნიკა კვეკვესკირის სახიფათო დარტყმას - "დინამოს" მეკარე.

გუნდებმა მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაცვალეს სახიფათო ეპიზოდები. კარენ მაკარიანის ფლანგური შეტევისას შორეულ ძელთან გიორგი ქავთარაძემ საგოლედ ვერ დაჰკრა ბურთს. მალევე ბერიაშვილს ომარ მიგინეიშვილმა აუღო; იყოჩაღა მისმა ვიზავიმაც - მიხეილ ალავიძემ ჯერ გორელიშვილის თავურს არ მისცა კარში შესვლის საშუალება, მერე კი უკვე კვეკვესკირის სახიფათო დარტყმაც მოიგერია.

მორიგი ორი ხიფათი ისევ მასპინძლებმა შექმნეს და თუ ტატანაშვილის თავურს მიგინეიშვილი გადაეღობა, თემურ შონიას მიერ საჯარიმოს რკალის სიახლოვიდან დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა, 1:0.

ამის მერეც ცოცხალი და გახსნილი თამაში წავიდა. გუნდები ხიფათს ხიფათზე ცვლიდნენ: გოლიდან ხუთწუთეულში ბერიაშვილმა ცოტათი ააცილა, კვეკვესკირს კი ალავიძე ნახტომში გადაეღობა.

შემდეგაც ისევ ბერიაშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, მოგვიანებით ააცილა გიორგი ერისთავმაც.

სულ ბოლოს კი, უბერებელი ამირან მუჯირის დარტყმის შემდეგ, მიგინეიშვილმა იხსნა თავისიანები, გორელიშვილის თავური კი კარს ასცდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
05.03. ქობულეთი. "ჩელე არენა". 1000 მაყურებელი
დინამო (ბთ)-დილა 1:0
გოლი: 1:0 შონია (63).
დინამო (4-4-2): ალავიძე - ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი - ქავთარაძე, შონია, ვარშანიძე, მაკარიანი (53. ჭკუასელი) - ტატანაშვილი (78. მუჯირი), ბერიაშვილი (90. ქორიძე).
სათადარიგოები: მამინაშვილი, დიასამიძე, ფარტენაძე, აბუსელიძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
დილა (4-5-1): მიგინეიშვილი - ხურცილავა, კვახაძე, ბაგაევი, ჯაფარიძე - სეთურიძე (80. ახალკაცი), რაზმაძე, ფალავანდიშვილი, გვალია (60. ერისთავი), კვეკვესკირი - გორელიშვილი.
სათადარიგოები: სომხიშვილი, ქარქუზაშვილი, მარიჩი, ჭეჭელაშვილი, თექთურმანიძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: სეთურიძე (14), რაზმაძე (49), ალავიძე (72), ტატანაშვილი (74)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

6 მარტი
ზუგდიდი-კოლხეთი

9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

მომდევნო (XIX) ტური
13 მარტი, პარასკევი
ცხინვალი-სამტრედია
მერანი-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-სიონი

14 მარტი, შაბათი
მეტალურგი-ჩიხურა
შუქურა-დინამო (თბ)
კოლხეთი-გურია
დილა-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ტორპედო

ლაშა სარჯველაძე ქობულეთიდან

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
მოდებაძე როდის დაბრუნდებაა?
gori
11:59 06-03-2015
0
მე მაინტერესებს ვინ დათვალა ჩელე არენაზე მაყურებლის რაოდენობა, მატჩზე დასწრება უფასო იყო და შემოსასველებშიც არავინ აკეტებდა აღრიცხვას, იქნებ 700 კაცი იყო მოსული სტადიონზე, ან 1350 :)
fanat
12:38 06-03-2015
0

სიახლეები პოპულარული