გელა სანაია: "დინამო" ფავორიტია, მაგრამ ჩვენ მაინც საომრად ვემზადებით

AutoSharing Option
14 მარტს ქობულეთელი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის - "შუქურა" "ჩელე არენაზე" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

ქობულეთელთა მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"შუქურას" ამოცანა მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღწევაა და საამისოდ, ყოველ შეხვედრაში ვიბრძვით. გუნდში კარგი განწყობაა და იმედია, "დინამოსთან" მატჩის შემდეგაც ასევე იქნება.

თბილისის "დინამოსთან" თამაში ყოველთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია. ეს ხალხისთვისაც საინტერესო შეხვედრაა და გვინდა, რომ ღირსეულად გამოვიყურებოდეთ.

ფავორიტი მაინც "დინამოა", რადგან ცხრილში პირველ ადგილზეა და მის მდგომარეობაზე ესეც მეტყველებს. მაგრამ იმისთვის ვემზადებით, რომ მოედანზე გავიდეთ, ვიომოთ და მაქსიმალურად კარგი
შედეგი ვაჩვენოთ.

მიმდინარე ჩემპიონატში დაუმარცხებელი გუნდი არ არის და იმედია, გულშემატკივარს გავახარებთ", - ამბობს "შუქურას" მწვრთნელი.

ქობულეთელთა დამრიგებელს მოთამაშეთა მზადყოფნაზეც ვკითხეთ:

"თითქმის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. მაგრამ ყვითელი ბარათების გამო, დათა ხოჭოლავა დაგვაკლდება, რომელიც ჩვენთვის დიდი ძალაა. მაგრამ ასეც ხდება და იმედია, ის ფეხბურთელი, ვინც მას შეცვლის, ღირსეულად ითამაშებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული