უმაღლესი ლიგა. XIX ტური: ბათუმის "დინამო" ცხრილში გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
13 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIX ტური სამი მატჩით გაიხსნა. მიმდინარე სეზონში პირველად, სატურნირო ცხრილში ბათუმის "დინამო" გალიდერდა, რომელმაც ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.

ბათუმელებმა ამჯერად სტუმრად მარტვილში "მერანს" მოუგეს - 2:1. არადა, მასპინძლები ლევან გეგეჭკორის გოლით (38-ე წუთი) იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ჯერ გიორგი ბერიაშვილმა (65) გაათანაბრა, გიორგი ქავთარაძის გოლმა (89) კი ბათუმელებს გამარჯვება მოუტანა და ცხრილში პირველობა მოუტანა.

* * *
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროტურნირების საგზურებისთვის მებრძოლი "ცხინვალისა" და "სამტრედიის" მატჩი გაიმართა. შეხვედრა კახა კაჭარავას
გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ანგარიში მე-17 წუთზე ლაშა შინდაგორიძემ გახსნა, სამტრედიელებმა კი გათანაბრება ლევან კაკუბავას გოლით, 30-ე წუთზე შეძლეს. მატჩის საბოლოო ანგარიში რატი ცაწკრიალაშვილმა 57-ე წუთზე დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
უხვგოლიანი შეხვედრა შედგა ზესტაფონში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ბოლნისის "სიონი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

არადა, შეხვედრა ზესტაფონელთათვის არცთუ კარგად დაიწყო - უკვე მე-6 წუთზე სტუმრები ანგარიშში დათა სიჭინავამ დააწინაურა. თუმცა, მასპინძელთა რიგებში მალევე დუბლი ირაკლი სიხარულიძემ მიითვალა (10, 27), მეორე ტაიმში კი თითო გოლი ოთარ ხიზანეიშვილმა (60) და გიორგი ილურიძემ (71) მიითვალეს.

მატჩის მიწურულს ბოლნისელთაგან გიორგი ცხადაიამ (89) შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურის დანარჩენი ხუთი შეხვედრა 14 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
Shalva-ს, შენ ვფიქრობ თვითონ ღონღაძე ხარ, შენ დიდხანს არ შეგრჩება დაუმსახურებელი ხელფასი, ცუდად იცნობ მარტვილს. თუ შენ არ წყვიტავ არაფერს მაშინ რას ერევი საერთოდ მწვრთნელის ფუნქციებში. მიდი ერთი საჯაროდ დადე რა გაქვს დამთავრებული და საიდან რა გაგეგება ფეხბურთის.
მარტვილიდან
18:24 15-03-2015
0
კი არ წამოეწია ჩაუქროლა გააგებიაააააა
batumi
17:00 13-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული