სამტრედია-ზესტაფონი 3:0 - დამაჯერებელი და უსაშველო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იყო საშიშროება, ეს მატჩი საერთოდ არ შემდგარიყო, მაგრამ შეჭირვებული "ზესტაფონი" მეზობელ სამტრედიას მაინც ეწვია და იმერული დერბიც გაიმართა, რომელიც მასპინძელთა დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

ორი გოლი "ზესტაფონს" მისმა ყოფილმა ფორვარდმა თორნიკე კაპანაძემ გაუტანა, ერთიც სულ ბოლოს დავით კვირკველიამ შეაგდო, ვინც შორეულ კუთხეში შეასრიალა ბურთი ფლანგური რეიდის შემდეგ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი კვლავ არ აძლევს "ზესტაფონს" არსებობისთვის აუცილებელ თანხას და თუ კარდინალურად არ შეიცვალა ვითარება, დიდია შანსი, რომ გუნდმა საერთოდ შეწყვიტოს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა.

"გასაგებია, რომ თანხის გამოყოფა ჭიანურდება იმ მოტივით, რომ "ზესტაფონი" კერძო
საკუთრებაში მყოფი კლუბია, მაგრამ ჩვენ შევასრულეთ ყველა ვალდებულება და მოვაწესრიგეთ ყველა დოკუმენტი, რაც მოგვთხოვეს.

კერძო საკუთრებაა მარტვილის "მერანიც", მაგრამ იქ ახალი სტადიონი აშენდა სახელმწიფოსთან თანამშრომლობით. მერია არემონტებს "დინამო არენას", რაც ასევე კერძო საკუთრებაა. მაშ, რატომ არ არის ჩვენი საშველი?

არ ვიცით, სადამდე უნდა გაგრძელდეს ასე. კლუბის სალარო აბსოლუტურად ცარიელია", - გვითხრა 18  მარტს "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
18.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ზესტაფონი 3:0
გოლები: 1:0 კაპანაძე (18), 2:0 კაპანაძე (60), 3:0 კვირკველია (90)

სამტრედია (4-4-2): თევდორაძე - კაკუბავა, ხიზანიშვილი, ბეჭვაია, კვირკველია - გურული (57. ბოლქვაძე), დათუნაიშვილი, დოლიძე, გეწაძე (80. თევზაძე) - იაშვილი (62. გორგიაშვილი), კაპანაძე.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, თ. შალიკაშვილი, კერძევაძე, რამოსი
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
ზესტაფონი (4-4-2): კუპატაძე - რობაქიძე (46. ჯერემია), ხიზანეიშვილი, გაგოშიძე, მთივლიშვილი - რაჟამაშვილი, ვასაძე, სიხარულია (60. გაჩეჩილაძე), ბერიძე - სიხარულიძე (21. სამუშია), ილურიძე.
სათადარიგოები: ჯალაღონია, ხაბელაშვილი, ლომაია, ნემსაძე
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გაფრთხილება: ხიზანიშვილი (57)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მსაჯებმაც დაიბრიყვეს ზესტაფონი. პირველი გოლი თამაშგარე იყო უკამათოდ.
1111
14:19 19-03-2015
0
ალეკო კაკაურიძე

ეს რა იყო, მატჩის მიმოხილვა თუ ზესტაფონის პრობლემების მიმოხილვა??

როგორც თამაშიდან გამოჩნდა ზესტაფონელები დაბნეულებიც იყვნენ და საშუალებაც მისცენ სამტრედიელებს თამაშისა... მაგრამ რა გინდა რომ ჰქნა :) არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო ჯიში მისი :)
ასევეა სამტრედიის საქმე,ამ კლუბს სათავდამსხმელო არც პოტენციალი აქვს და არც სტილი, კლუბი დღემდე "შეუთამაშებელია".
სამტრედიის ბოლო შანსია ( რომ დაამტკიცოს თავისი გამოკვეთილი სალიდერო პრეტენზია) ტორპედოსთან თამაში,ტორპედო კი როგორც ვიცით ყოველთვის იყო და იქნება საუკეთესო ლაკმუსის ქაღალდი ნებისმიერი კლუბისათვის.
ვნახოთ რით დამთავრდება 22-ში შეხვედრა
ჯანგო
21:32 19-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული