სამტრედია-ზესტაფონი 3:0 - დამაჯერებელი და უსაშველო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იყო საშიშროება, ეს მატჩი საერთოდ არ შემდგარიყო, მაგრამ შეჭირვებული "ზესტაფონი" მეზობელ სამტრედიას მაინც ეწვია და იმერული დერბიც გაიმართა, რომელიც მასპინძელთა დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

ორი გოლი "ზესტაფონს" მისმა ყოფილმა ფორვარდმა თორნიკე კაპანაძემ გაუტანა, ერთიც სულ ბოლოს დავით კვირკველიამ შეაგდო, ვინც შორეულ კუთხეში შეასრიალა ბურთი ფლანგური რეიდის შემდეგ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი კვლავ არ აძლევს "ზესტაფონს" არსებობისთვის აუცილებელ თანხას და თუ კარდინალურად არ შეიცვალა ვითარება, დიდია შანსი, რომ გუნდმა საერთოდ შეწყვიტოს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა.

"გასაგებია, რომ თანხის გამოყოფა ჭიანურდება იმ მოტივით, რომ "ზესტაფონი" კერძო
საკუთრებაში მყოფი კლუბია, მაგრამ ჩვენ შევასრულეთ ყველა ვალდებულება და მოვაწესრიგეთ ყველა დოკუმენტი, რაც მოგვთხოვეს.

კერძო საკუთრებაა მარტვილის "მერანიც", მაგრამ იქ ახალი სტადიონი აშენდა სახელმწიფოსთან თანამშრომლობით. მერია არემონტებს "დინამო არენას", რაც ასევე კერძო საკუთრებაა. მაშ, რატომ არ არის ჩვენი საშველი?

არ ვიცით, სადამდე უნდა გაგრძელდეს ასე. კლუბის სალარო აბსოლუტურად ცარიელია", - გვითხრა 18  მარტს "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
18.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ზესტაფონი 3:0
გოლები: 1:0 კაპანაძე (18), 2:0 კაპანაძე (60), 3:0 კვირკველია (90)

სამტრედია (4-4-2): თევდორაძე - კაკუბავა, ხიზანიშვილი, ბეჭვაია, კვირკველია - გურული (57. ბოლქვაძე), დათუნაიშვილი, დოლიძე, გეწაძე (80. თევზაძე) - იაშვილი (62. გორგიაშვილი), კაპანაძე.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, თ. შალიკაშვილი, კერძევაძე, რამოსი
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
ზესტაფონი (4-4-2): კუპატაძე - რობაქიძე (46. ჯერემია), ხიზანეიშვილი, გაგოშიძე, მთივლიშვილი - რაჟამაშვილი, ვასაძე, სიხარულია (60. გაჩეჩილაძე), ბერიძე - სიხარულიძე (21. სამუშია), ილურიძე.
სათადარიგოები: ჯალაღონია, ხაბელაშვილი, ლომაია, ნემსაძე
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გაფრთხილება: ხიზანიშვილი (57)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Samtredia genacvale
nachxetauri
01:14 20-03-2015
0
Da mag zestafons dinamom dzlivs mougo 3-2...
Ise problemebi samtrediasac aqvs, tan bevri
Da ritia sxvaze uketesi gundi, beberi pexburtelebit???
jengo
23:13 19-03-2015
0

სიახლეები პოპულარული