უკვე იცით, რომ მარგველთა სალაროში ერთი თეთრიც აღარაა. სიტუაციის გასარკვევად, "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძეს დავუკავშირდით:
"სხდომაზე განიხილეს კლუბის დაფინანსების საკითხი. ამ ეტაპზე საკრებულომ, იურიდიული ნიუანსების გათვალისწინებით, "ზესტაფონის" სუბსიდირებაზე უარი თქვა, დაიჭირა რა ზედმეტად ფრთხილი პოზიცია. ჩემი აზრით, ეს მცდარი გადაწყვეტილებაა...
ახლა ჩვენი ერთადერთი იმედია თუნდაც ერთჯერადი დახმარება საქართველოს მთავრობისგან. ამის პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა საკრებულოსთან.
მთავრობის კეთილი ნების შედეგია მარტვილში სტადიონის აშენება, "დინამო არენის" რემონტი, თავის დროზე "სამტრედიის" დახმარება... იმედია,
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"