ზესტაფონის საკრებულომ "ზესტაფონს" დაფინანსებაზე უარი უთხრა

AutoSharing Option
19 მარტს გაიმართა ზესტაფონის საკრებულოს სხდომა, რომელმაც კლუბის დაფინანსების საკითხი განიხილა.

უკვე იცით, რომ მარგველთა სალაროში ერთი თეთრიც აღარაა. სიტუაციის გასარკვევად, "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძეს დავუკავშირდით:

"სხდომაზე განიხილეს კლუბის დაფინანსების საკითხი. ამ ეტაპზე საკრებულომ, იურიდიული ნიუანსების გათვალისწინებით, "ზესტაფონის" სუბსიდირებაზე უარი თქვა, დაიჭირა რა ზედმეტად ფრთხილი პოზიცია. ჩემი აზრით, ეს მცდარი გადაწყვეტილებაა...

ახლა ჩვენი ერთადერთი იმედია თუნდაც ერთჯერადი დახმარება საქართველოს მთავრობისგან. ამის პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა საკრებულოსთან.

მთავრობის კეთილი ნების შედეგია მარტვილში სტადიონის აშენება, "დინამო არენის" რემონტი, თავის დროზე "სამტრედიის" დახმარება... იმედია,
საშველი ჩვენთვისაც გამოინახება. სხვანაირად ზესტაფონში ფეხბურთი განწირულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
koka-ს. დამისახელე ერთი კერძო კლუბი, რომელსაც რაიმე სახით სახელმწიფოსაგან დახმარება არ მიუღია.
2222
16:28 20-03-2015
0
პასუხი 2222-ს.გეთანხმები,მაგრამ ახლა იგივეს არ იტყვიან კერძო გუნდების მფლობელები სხვა გუნდების მიმართ,რომლებიც სახელმწიფოდან ფინანსდებიან? ამიტომ ყველა გუნდს გაუმარჯოს თავიანთი შესაძლებლობლებით და მარიფათით."ზესტაფონს" კი ვუსურვებ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ისევ კარგ გუნდად ჩამოყალიბებას,როგორიც ადრე იყო.
koka
14:32 20-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული