არადა, "ზესტაფონის" შეფობა თანახმაა, ყველა საბუთი მუნიციპალურ ორგანოთა მოთხოვნის მიხედვით გაკეთდეს.
როგორც "ზესტაფონში" გვითხრეს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და ზესტაფონში მდებარე კლუბის ბაზას ელექტროენერგიის მიწოდება უკვე შეუწყდა.
არ გვინდა დავიჯეროთ, მაგრამ ფაქტია - ზესტაფონი ფეხბურთს ემშვიდობება, გნებავთ, პირიქით!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"