19-წლამდელთა ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე "საბურთალომ" "სამტრედიაში" იჯარით ზამთარში გაუშვა. გიორგი დიდხანს იჯდა სათადარიგოთა სკამზე და მშობლიური ქალაქის გუნდში სადებიუტო შეხვედრა მხოლოდ მარტში ჩაატარა.
როგორც "სამტრედიის" სპორტულმა დირექტორმა დავით მუჯირმა გვითხრა, ვარჯიში ჯერ არ განუახლებია დავით კვირკველიას, ხოლო თევზაძის ტრავმა სერიოზული არ არის. თუმცა ამ უკანასკნელის სამშობლოში დაბრუნებამდე მაინც ძნელია თქმა, რა
ეს ამბავი "სამტრედიას" ახალ საფიქრალს უჩენს, რადგან ქუთაისის "ტორპედოსთან" თევზაძემ სწორედ კვირკველია შეცვალა, რომელიც, თავის მხრივ, ასევე ტრავმირებულია.
ძნელი სათქმელია, ვის დააყენებს იმერული კლუბის მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე ამ პოზიციაზე.
აქვე გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზისას, "სამტრედიაში" სინჯებზე ორი ლეგიონერი მიიწვიეს - ბრაზილიელი გაბრიელ დუ კარმო და ლიბიელი მოჰამედ ისმაელ ალგუაილი, მაგრამ ახალწვეულები ჯერ გუნდში არ არიან.
"ბრაზილიელი ჩამოსვლიდან ორიოდ დღეში, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს დაშავდა და სამშობლოში დაბრუნება ისე მოუხდა, მარტვილის "მერანთან" საკონტროლო შეხვედრაშიც ვერ დავაკვირდით.
ლიბიელი ფეხბურთელი კი დღემდე ჩვენთან ვარჯიშობს, მარტვილელებთან ითამაშა და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ", - ამბობს დავით მუჯირი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"