"ზესტაფონს" ხელი ინკოგნიტო ზესტაფონელმა ბიზნესმენმა გაუმართა

AutoSharing Option
ზესტაფონის მთავარ სპორტულ არენას, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და ამავე ქალაქში მდებარე საკლუბო ბაზას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

ეს შეიძლება იმის წინაპირობა იყოს, რომ "ზესტაფონი" არსებობას არ წყვეტს და ქალაქის მუნიციპალიტეტი მალე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც მარტო ზესტაფონელებს კი არა, საერთოდ, ქართული ფეხბურთის ქომაგებს გაუხარდებათ.

ამას გარდა, "ზესტაფონის" გულშემატკივართა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ვკითხულობთ:

"რუსთავის "მეტალურგთან" მატჩზე ჩვენი გუნდის ზესტაფონში გამგზავრებისა და იქ სასტუმროში დაბინავების ხარჯები საკუთარ თავზე აიღო ქართულ სპორტში მოღვაწე ჩვენი კლუბის დიდმა მეგობარმა და გულშემატკივარმა, ერთ-ერთმა
ბიზნესმენმა.

რაც შეეხება "დავით აბაშიძესა" და ბაზაზე გადასახდელი ელექტროენერგიის თანხას, ისიც ამ ზესტაფონელმა ბიზნესმენმა დაფარა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინათ კლუბს ქობულეთში გამგზავრებაში დაეხმარა.

უდიდეს მადლობას ვუხდით ამ ადამიანს "ზესტაფონის" ყველა გულშემატკივრის სახელით".

ამ ადამიანის ვინაობა, მისივე თხოვნით, არ კონკრეტდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ილია ნამდვილად არააა
dato
20:15 02-04-2015
0
არც ერთის გავრი მთავრდება "აიაზე" და არც მეორესი.

ორივეს გვარი "ძეზე" ბოლოვდება და ზესტაფანებმა ვიცით ვინც არიან და ორივეს დიდი მადლობა კაცურ კაცობისთვის!
vasilich
18:12 02-04-2015
0

სიახლეები პოპულარული