უკრაინელი სპეციალისტი, რომელიც "გაგრას" 2010 წლის 1-ლი აპრილიდან 2011 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წვრთნიდა, გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს, ხოლო შემდეგ კლუბის პრეზიდენტთან ერთად გადაწყვეტს - დარჩება თუ ისევ უკრაინაში დაბრუნდება.
ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, მოახერხებს თუ არა "გაგრა" ჯგუფში ჯერ მეორე ადგილის დაკავებას, შემდეგ მეორე ჯგუფის მეორეადგილოსანთან გამარჯვებას და პლეი ოფში უმაღლესლიგელთან წარმატების მიღწევას, რაც ელიტაში აღზევების უფლებას მისცემს.
"როცა ბესიკ ჩიხრაძემ გუნდში დაბრუნება შემომთავაზა,
ვამაყობ, რომ საქართველოს თასი პირველი ლიგის გუნდის სტატუსით მოვიგეთ, ევროპის ლიგაზე კი "ანორთოსისთან" ღირსეულად ვითამაშეთ... მაგრამ ეს წარსულია. დღეს უკვე სულ სხვა მიზანი გვაქვს.
უმაღლეს ლიგაში გვსურს დაბრუნება და ვეცდებით, დასახულ მიზანს მივაღწიოთ. მთავარია, რომ გუნდში ერთიანობაა", - ამბობს პისკოვეცი.
მასთან ერთად, "გაგრას" მიზნების შესრულებაში ოთხი უკრაინელი ფეხბურთელი დაეხმარება: 19 წლის მეკარე იაროსლავ ბურდეინი, 23 წლის ცენტრალური მცველი ევგენი მალიკი, 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი რომან მირონენკო და 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი არტურ კუპრი.
ანატოლი პისკოვეცის ხელმძღვანელობით, "გაგრა" პირველ შეხვედრას დღეს, 2 აპრილს, ხობში ადგილობრივ "კოლხეთთან" გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"