უმაღლესი ლიგის XXII ტური: ბათუმის "დინამომ" "ტორპედოსთან" წააგო

AutoSharing Option
3 აპრილს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXII ტურის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

მარცხი იწვნია სატურნირო ცხრილის ლიდერმა ბათუმის "დინამომ", რომელმაც ქუთაისის "ტორპედოს" ქობულეთში უმასპინძლა. ბათუმელებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს, თუმცა საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა ალექსანდრე იაშვილმა. "სამტრედიაში" მოთამაშე "იაშკამ" ეს ქობულეთის "შუქურასთან" საშინაო მატჩში შეძლო, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 4:1 მოიგო.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება, რომელშიც თბილისის "დინამო" გორის "დილას" მასპინძლობს, მოგვიანებით დასრულდება.

დინამო (ბთ)-ტორპედო 2:3
გოლები: 1:0 ტატანაშვილი (8). 1:1
ადამაძე (67), 1:2 კირკიტაძე (74), 1:3 კვერნაძე (82), 2:3 შონია (88).

სიონი-კოლხეთი 1:2
გოლები: 0:1 შენგელია (14), 0:2 თევზაძე (45+2), 1:2 ლუის ალბერტო (64).

ჩიხურა-მერანი 2:0
გოლები: 1:0 ივანიშვილი (11), 2:0 დეკანოიძე (70).

გურია-ვიტ ჯორჯია 4:1
გოლები: 1:0 წილოსანი (15), 2:0, 3:1 მოსიაშვილი (18, 43), 2:1 კურდღელაშვილი (23), 4:1 შალამბერიძე (81).

სამტრედია-შუქურა 4:1
გოლები: 1:0 გორგიაშვილი (4), 1:1 მარტინსი (56), 2:1 იაშვილი (52), 3:1 დოლიძე (77), 4:1 კაპანაძე (87).

ზესტაფონი-რუსთავი 2:0
გოლები: 1:0, 2:0 ჯერემია (46, 56).

ზუგდიდი-ცხინვალი 3:2
გოლები: 1:0, 2:0 ლომია (8, 57), 2:1, 2:2 მახარობლიძე (73, 79), 3:2 რიგვავა (86).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბ-ნ. ფრიდონ. გაუშვით სამწვრთვნელო შტაბი სასწრაფოდ გუნდიდან (ლობასი და ღონღაძე)ისინი, ხომ საქმის დილეტანტები არიან. რატომ უხდით მაგათ ხელფას.
martvilidan
21:24 03-04-2015
0
უხვგოლიანი შეხვედრები გამოდგა. სამტრედიას ვულოცავ. იმერლების დღე იყო დღეს. ყველა იმერულმა გუნდმა მოიგო
chiko
18:00 03-04-2015
0

სიახლეები პოპულარული