მარცხი იწვნია სატურნირო ცხრილის ლიდერმა ბათუმის "დინამომ", რომელმაც ქუთაისის "ტორპედოს" ქობულეთში უმასპინძლა. ბათუმელებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს, თუმცა საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა ალექსანდრე იაშვილმა. "სამტრედიაში" მოთამაშე "იაშკამ" ეს ქობულეთის "შუქურასთან" საშინაო მატჩში შეძლო, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 4:1 მოიგო.
ტურის ცენტრალური დაპირისპირება, რომელშიც თბილისის "დინამო" გორის "დილას" მასპინძლობს, მოგვიანებით დასრულდება.
დინამო (ბთ)-ტორპედო 2:3
გოლები: 1:0 ტატანაშვილი (8). 1:1
სიონი-კოლხეთი 1:2
გოლები: 0:1 შენგელია (14), 0:2 თევზაძე (45+2), 1:2 ლუის ალბერტო (64).
ჩიხურა-მერანი 2:0
გოლები: 1:0 ივანიშვილი (11), 2:0 დეკანოიძე (70).
გურია-ვიტ ჯორჯია 4:1
გოლები: 1:0 წილოსანი (15), 2:0, 3:1 მოსიაშვილი (18, 43), 2:1 კურდღელაშვილი (23), 4:1 შალამბერიძე (81).
სამტრედია-შუქურა 4:1
გოლები: 1:0 გორგიაშვილი (4), 1:1 მარტინსი (56), 2:1 იაშვილი (52), 3:1 დოლიძე (77), 4:1 კაპანაძე (87).
ზესტაფონი-რუსთავი 2:0
გოლები: 1:0, 2:0 ჯერემია (46, 56).
ზუგდიდი-ცხინვალი 3:2
გოლები: 1:0, 2:0 ლომია (8, 57), 2:1, 2:2 მახარობლიძე (73, 79), 3:2 რიგვავა (86).