ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მე-11 წუთზე გიორგი გველესიანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა 8 წუთში ვახტანგ ჭანტურიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ტაიმი 1:1 მორჩა.
მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე ჩემპიონი წინ გავიდა, გოლი ისევ ჭანტურიშვილმა გაიტანა.
81-ე წუთზე ანგარიში "დილას" ნახევარმცველმა გიორგი ერისთავმა გაათანაბრა - 2:2.
ვინაიდან, ბათუმის "დინამო" შინ 2:3 დამარცხდა ქუთაისის "ტორპედოსთან", თბილისის "დინამო" 43 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. გორის "დილას" 42 ქულა აქვს, როგორც ბათუმის "დინამოს".