თბილისის "დინამო" უმაღლესი ლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა

AutoSharing Option
3 აპრილს საქართველოს ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში თბილისის "დინამომ" გორის "დილას" უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მე-11 წუთზე გიორგი გველესიანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა 8 წუთში ვახტანგ ჭანტურიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ტაიმი 1:1 მორჩა.

მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე ჩემპიონი წინ გავიდა, გოლი ისევ ჭანტურიშვილმა გაიტანა.

81-ე წუთზე ანგარიში "დილას" ნახევარმცველმა გიორგი ერისთავმა გაათანაბრა - 2:2.

ვინაიდან, ბათუმის "დინამო" შინ 2:3 დამარცხდა ქუთაისის "ტორპედოსთან", თბილისის "დინამო" 43 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. გორის "დილას" 42 ქულა აქვს, როგორც ბათუმის "დინამოს".


მკითხველის კომენტარები / 7 /
რა გჭირთ თქვე კაი დედმამისშვილებო რა გაგიხდათ ეს გორის დილა, ასეთ სასათბურე პირობეში არც ერთი გუნდი არ არის მაგრამ ეს ვერ გარდაისახა უპირატესობაში ვერაფრით. გამოფხიზლდით ცოტა და გაამართლეთ ფიფიას გახარჯული ფულიც და გაცემული დივიდენდებიც.
grisha
20:51 03-04-2015
0
დინამო გამარჯვება გვინდა გამარჯვებააა?!
del piero 10
22:53 03-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული