გუნდის მწვრთნელი ასლან ბალაძე მიიჩნევს, რომ ამით ტრაგედია არ მომხდარა.
"ამ მარცხში საგანგაშო და ტრაგიკული არაფერია. ჩავარდნა მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენ პირველი ლიგიდან უმაღლესში გადავედით, სულ წინ მივდიოდით და ასე წაუგებლად წინსვლა იოლი არ იყო...
პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ დასამალი არაა, რომ მეორეში ქუთაისელებმა აშკარად გვაჯობეს და მოდუნება არ გვაპატიეს.
ყველაფერი ხდება. კარგია, რომ ჩავარდნა ახლა მოხდა და არა სეზონის ბოლოს, როცა სამეულისთვის ბრძოლა განსაკუთრებით გამძაფრდება. წინ 8 ტურია და, რა თქმა უნდა, შანსები კიდევ გვაქვს, მაგრამ მეტი კონცენტრაცია გვჭირდება და მჯერა, შემდეგ ტურში ფეხბურთელები მოედანზე უფრო მობილიზებულები გავლენ", - ამბობს ბალაძე.
ბათუმელთა მწვრთნელმა მეტოქეც შეაქო:
"ქუთაისის "ტორპედო" იოლად გასავლელი გუნდი არ იყო. პირიქით, მეტოქე ძალიანაც მომეწონა. სიმართლე გითხრათ, ვინც ჩვენთან ითამაშა, მათ შორის "ტორპედომ" ყველაზე დაბალანსებული და ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა - აშკარაა, გიორგი დარასელიას გუნდთან კარგად უმუშავია.
თამაშის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებთან მივედით და ტაში დავუკარით".
ბათუმის "დინამოს" დირექტორი ოთარ ფედიჩკინი კი, გარდა მარცხისა, მსაჯობითაც უკმაყოფილო დარჩა:
"ქუთაისელებმა მეორე ტაიმი ჩინებულად ჩაატარეს. მე პრეტენზია მაქვს მსაჯებთან. პენალტი იყო ქავთარაძეზე და არ დაგვინიშნეს. მეორე გოლამდე ჯარიმა იყო დასანიშნი ჭელიძეზე, რომელმაც შონიას ხელი აშკარად მიარტყა, ასე გადააწოდა ბურთი კირკიტაძეს და გოლი გავუშვით.
მსაჯის სასტვენი ამჯერადაც სდუმდა. ჩვენმა კაპიტანმა მახარაძემ ალამი გადააგდო და ყვითელი ბარათი მისცა, როცა იმავე საქციელზე ტორპედოელი კვერნაძე არ დასაჯა.
მესმის, რომ ადამიანები ცდებიან, მაგრამ უკვე ჩემპიონატის ფინიშია და არბიტრებს ვთხოვ, მეტი ყურადღებით იმსაჯონ, რადგან ევროსაგზურის ბედი წყდება, გულშემატკივარი ღიზიანდება და მერე არავინ უწყის, რა მოხდება.
იმედია, ამ მატჩში მომხდარ შეცდომებს ფედერაციისგან რეაგირება მოჰყვება და შემდგომში აღარ განმეორდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასე წამხდარი როგორ უდნა იყო ფეხბურთელი რომ ასეთი უხეში ფორმით, ალამზე წიხლების კვრით და დამტვრევით აღნიშნო ბურთის გატანა? იქნებ დაფიქრდეს და ან ფსიქიკა იმკურნალოს ან ფეხბურთს დაანებოს თავი?ასეთი ფეხბურთელის მერე ქომაგებს რა თავშეკავება გინდა მოსთხოვო?
მე გადავიხდი მაგ ალამის ფულს, რა იყო, შე კაცო..