მამუკა ღონღაძე: არასწორი დიაგნოზი დამისვეს...

AutoSharing Option
მამუკა ღონღაძემ ვარჯიში განაახლა და დარწმუნებულია, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება. 29 წლის თავდამსხმელი 2012 წელს ლატვიის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და წლის ფეხბურთელად და თავდამსხმელად დაასახელეს. 2014 წლიდან "კანუ" (მისი მეტსახელია) ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა.

"შარშან, წელიწადი კარგად დავიწყე, ხშირადაც გამქონდა გოლები და ამ დროს გამიწყდა კუნთი. მას შემდეგ ვმკურნალობდი და ორ თვეში ვარჯიშის განახლების უფლება მომცეს.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ არასწორი დიაგნოზი დამისვეს, დატვირთვები ნაადრევი იყო და ტკივილებმა ისევ შემაწუხა. ასე გამიცდა ერთი წელი და ფეხბურთი ისე მენატრება, ვერ წარმოიდგენთ. თამაშის ყურება
ტელევიზორშიც კი მიჭირს, სტადიონზე მისვლა კი მიმძიმს.

დიდი სურვილი მაქვს, მოედანს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე", - ამბობს ღონღაძე.

მიუხედავად ერთწლიანი პაუზისა, ღონღაძე იმედოვნებს, რომ ზაფხულში ახალ გუნდს უპრობლემოდ მოძებნის:

"კუნთი აღდგა. ეს კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშის საშუალებას მომცემს.

ქუთაისის "ტორპდოსთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და, ცხადია, ასეთ დღეში მყოფს ხელშეკრულებას ვერ გამიხანგრძლივებდნენ. თუმცა, გიორგი დარასელიას მადლობელი ვარ - ფორმის აღსადგენად ჩვენთან ივარჯიშეო.

ახლა ვცდილობ, კონდიციები ინდივიდუალური ვარჯიშებით დავიბრუნო. დილით ტრენაჟორებსა და აუზზე დავდივარ, საღამოობით კი - დავრბივარ და ბურთით ვვარჯიშობ. ზაფხულამდე სასურველ მდგომარეობაში უნდა ვიყო და რომელიმე გუნდში აუცილებლად ჩავირიცხები.

მე ის ფაქტი მაიმედებს, რომ გუნდები მკურნალობის პერიოდში დამიკავშირდნენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული