"შარშან, წელიწადი კარგად დავიწყე, ხშირადაც გამქონდა გოლები და ამ დროს გამიწყდა კუნთი. მას შემდეგ ვმკურნალობდი და ორ თვეში ვარჯიშის განახლების უფლება მომცეს.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ არასწორი დიაგნოზი დამისვეს, დატვირთვები ნაადრევი იყო და ტკივილებმა ისევ შემაწუხა. ასე გამიცდა ერთი წელი და ფეხბურთი ისე მენატრება, ვერ წარმოიდგენთ. თამაშის ყურება
დიდი სურვილი მაქვს, მოედანს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე", - ამბობს ღონღაძე.
მიუხედავად ერთწლიანი პაუზისა, ღონღაძე იმედოვნებს, რომ ზაფხულში ახალ გუნდს უპრობლემოდ მოძებნის:
"კუნთი აღდგა. ეს კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშის საშუალებას მომცემს.
ქუთაისის "ტორპდოსთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და, ცხადია, ასეთ დღეში მყოფს ხელშეკრულებას ვერ გამიხანგრძლივებდნენ. თუმცა, გიორგი დარასელიას მადლობელი ვარ - ფორმის აღსადგენად ჩვენთან ივარჯიშეო.
ახლა ვცდილობ, კონდიციები ინდივიდუალური ვარჯიშებით დავიბრუნო. დილით ტრენაჟორებსა და აუზზე დავდივარ, საღამოობით კი - დავრბივარ და ბურთით ვვარჯიშობ. ზაფხულამდე სასურველ მდგომარეობაში უნდა ვიყო და რომელიმე გუნდში აუცილებლად ჩავირიცხები.
მე ის ფაქტი მაიმედებს, რომ გუნდები მკურნალობის პერიოდში დამიკავშირდნენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"