"ზესტაფონს" საწვავს სფფ აძლევს, საკვებს - რესტორანი რიკოთზე, ოღონდ ვალად

AutoSharing Option
საფეხბურთო გუნდი "ზესტაფონი", რომელიც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXIII ტურის მატჩს ლანჩხუთის "გურიასთან" ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონის" ლანჩხუთში სათამაშოდ ჩასვლა ბოლო დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. კლუბის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე კი გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმად, კლუბს გასამგზავრებლად საჭირო საწვავის ხარჯები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აუნაზღაურებს, რაც შეეხება კვებას, გუნდს ერთ-ერთი რესტორანი, ვალად უმასპინძლებს.

ვფიქრობთ, აქ ჩვენი მხრიდან კომენტარი ზედმეტია...

"გამგეობამ კიდევ რამდენიმე დღე ითხოვა სიტუაციაში საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად...

ხვალ ლანჩხუთში
გასამგზავრებელ საწვავის ფულს ფეხბურთის ფედერაცია გვაძლევს, "პოსლეზე" ჭამას კი რიკოთის უღელტეხილზე მოქმედი რესტორანი "იმერეთი" იღებს თავზე - ორთავეს დიდი მადლობა!

ყველაზე დიდი მადლობა კი თვითოეულ ფეხბურთელსა და სტაფის ყველა წევრს - ხვალ არწასვლა ხომ ჩემპიონატიდან ავტომატურად მოხსნას ნიშნავდა...", - იტყობინება "ზესტაფონის" გვერდი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
არაკაცებო მიხედრტ ზესტაფონს
gaga
20:15 11-04-2015
0
წყალტუბოს "სამგურალის" ცოდვამ უწიათ!
ელგუჯა
16:50 11-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული