გადაწყვეტილება არაადეკვატურად მკაცრია! ბათუმის "დინამომ" აპელაცია შეიტანა

AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს ბათუმის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა (3:2 სტუმრების სასარგებლოდ). მატჩი ინციდენტით დასრულდა.

ქობულეთის "ჩელე არენაზე" მომხდარის გამო ბათუმელები მკაცრად დასაჯეს: სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმი ტყებუჩავას ცნობით, მოედანზე რამდენიმე გულშემატკივარი შეიჭრა და არბიტრ გიორგი ყრუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა - ზოგმა აგინა, ერთ-ერთმა კი პანღურიც ამოარტყაო...

შედეგად, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დაადგინა, რომ ბათუმის "დინამო" მომდევნო სამ საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებს და ზედაც 8 ათას ლარს გადაიხდის.

ჩემპიონატის ლიდერმა სასჯელის
ნაწილი მოიხადა: 23-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც 11 აპრილს ქობულეთის "ჩელე არენაზე" გაიმართა, ბათუმის "დინამომ" უშუალო კონკურენტი "სამტრედია" სწორედ უმაყურებლოდ დაამარცხა (1:0).

კლუბის ადვოკატმა გია აბაშიძემ გუშინ, 15 აპრილს, ფეხბურთის ფედერაციაში აპელაცია შეიტანა, მერე კი "ლელოსთვის" კომენტარიც გააკეთა:

"სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრება ჩვენი ახირება არ არის. თითოეული ბათუმელი გულშემატკივარი დარწმუნებულია, რომ დისციპლინარებმა აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს და ბათუმის"დინამოს" უფლებები შელახეს.

გადაწყვეტილება სადისციპლინო კოდექსის 105-ე და 116-ე მუხლებზე დაყრდნობით გამოიტანეს. იქ კი მითითებულია, რომ სასჯელის ზომა 1-დან 5 მატჩამდეა და მომხდარის სიმძიმეზეა დამოკიდებული.

ჩვენ 3 საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება და 8 ათასი ლარის გადახდა დაგვაკისრეს, რაც ძალიან მკაცრი სასჯელია. ამიტომ ფეხბურთის ფედერაციას წარვუდგენთ მატჩის შემდგომ გადაღებულ კადრებს, სადაც კარგად ჩანს, რომ მსაჯს სიტყვიერ შეურაცხყოფას მართლაც აყენებენ, რასაც გამართლება არ აქვს, მაგრამ არსად ჩანს, რომ მას მისცვივდნენ და პანღური ამოარტყეს.

პირიქით, ნათლად ჩანს, რომ გასახდელში ჩვენი კლუბის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა მოთამაშეებმა გააცილეს", - ამბობს აბაშიძე და იმედოვნებს, რომ "დინამოს" სასჯელს შეუმსუბუქებენ:

"უმაყურებლოდ ერთი მატჩი უკვე ჩავატარეთ. მოვითხოვთ, რომ შემდგომი სანქციები მოგვიხსნან და სტადიონზე ხალხი შეუშვან - სადისციპლინო კოდექსით უფრო ლოგიკური სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნება.

არ შეიძლება, დაუმსახურებლად და დაუნდობლად მოექცე გუნდს, რომელიც ისედაც არ თამაშობს საკუთარ სტადიონზე, მაგრამ ლიდერი გახდა და ტრიბუნები მაინც შეავსო".

ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილავს სადისციპლინო კომიტეტი ბათუმელთა აპელაციას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
555 შენ გასაგონად: დავაბრალოთ ფედერაციას, მსაჯს, გვერდით მსაჯს, მეოთხე მსაჯს, მინდორს, ქარს, წვიმას, უფულობას და ა.შ. 1 გამახსენეთ როდისმე თუ აღიარა მწვრთნელმა, რომ თავისი ბრალი იყო, ან ფეხბურთელის ბრალი იყო?! გამახსენეთ! თუ ეგრე მაგრად გესმით ფეხბურთი, რომ იმას არკვევთ, მსაჯმა განზრახ დაუშვა "შეცდომა", თუ უნებლიედ, ან საერთოდ იყო თუ არა მართალი, მაშინ გეკითხებით: ამ ყველაფერზე თვალს რატომ ხუჭავთ და არ თხოვთ პასუხს მწვრთნელს, ფეხბურთელებს, ფედიჩკინს და მის გუნდს. ეს სხვა გუნდებსაც ეხება, მხოლოდ ბათუმზე არაა საუბარი.
vendetta
18:50 19-12-2015
0
ის მსაჯი მოსაკლავაი იყო და ტუ კიდე დაიცავთ არც თვენ გელიტ კაი საქმე
0

სიახლეები პოპულარული