სატურნირო ცხრილის ლიდერმა ბათუმის "დინამომ" სტუმრად ზუგდიდში წააგო - 1:2.
"ბაიას" ბაზაზე გამართული შეხვედრის 43-ე წუთზე ანგარიში 11-მეტრიანით შოთა ლომიამ გახსნა. ბათუმელებმა გათანაბრება 57-ე წუთზე, გიორგი ქავთარაძის გოლით შეძლეს, თუმცა დარჩენილ დროში "ზუგდიდმა" კიდევ ერთხელ გაიტანა - 89-ე წუთზე თავი ლაშა კუკავამ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
* * *
* * *
ტურის დანარჩენი ხუთი მატჩი კვირას, 19 აპრილს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XXIV ტურის წინ: ფავორიტთა კარნახით?