"ლაციოს" ნახევარმცველმა ლუის ალბერტომ მისთვის ჩვეული იუმორით დაახასიათა "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო.
"ამ სეზონში რონალდო ორჯერ დავამარცხე და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი როგორაა? თუ სერიოზულად, ის ჩემს აღფრთოვანებას შეუპოვრობითა და გამარჯვებისადმი დაუოკებელი სწრაფვით იწვევს. ყველაფერს თავისით მიაღწია, მაგრამ მესი მასზე ოდნავ უკეთესი მოთამაშეა.
იტალიაში სიტუაცია უმჯობესდება, თუმცა იმაზე უფრო ნელა, ვიდრე ესპანეთში. ყოველ შემთხვევაში, ხალხი უკვე გადის ქუჩაში. როგორც იქნა, ჩვენ ვარჯიში დავიწყეთ", - განუცხადა ლუის ალბერტომ Sport Mediaset-ს.
"ლაციომ" ამ სეზონში ორჯერ სძლია "იუვეს", ხოლო ლუის ალბერტო რომაულ კლუბს კონტრაქტის
2025 წლის ზაფხულამდე გაგრძელებაზე შეუთანხმდა.