"ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატიდან მოიხსნა!

AutoSharing Option
დღეს, 20 აპრილს, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ერთი - სკ "ზესტაფონის" საკითხი განიხილეს. კლუბის მხრიდან, სხდომას ესწრებოდნენ "ზესტაფონის" დირექტორი - მიხეილ ხუციშვილი და კლუბის იურისტი.

თითქმის ორსაათნახევრიანი მოსმენისა და მსჯელობის შემდეგ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მისმა თავმჯდომარემ - ჯიმშერ ტყებუჩავამ გაახმოვანა.

სკ "ზესტაფონს" დაეკისრა შემდეგი დისციპლინარული სასჯელი:

სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 90-ე მუხლის ("მატჩზე გუნდის გამოუცხადებლობა") თანახმად, "ზესტაფონს" ჩაეთვალა წაგება 0:3 გორის "დილასთან" მატჩში გამოუცხადებლობის გამო. დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 ათასი ლარი და მოიხსნა შეჯიბრებიდან.

ასევე, საქართველოს 2014-15 წწ.
ეროვნული ჩემპიონატის დებულების 4.34 პუნქტის თანახმად, ეროვნული ჩემპიონატის ყველა დარჩენილ მატჩში "ზესტაფონს" ჩაეთვალა წაგება, ამავე პუნქტის თანახმად - თუ გუნდს მატჩების ნახევრის ან მეტის ჩატარების შემთხვევაში, გუნდს ყველა დარჩენილ თამაშში ჩაეთვლება წაგება 0:3 და ასეთი გუნდი დაგროვილი ქულებით დარჩება გათამაშების ცხრილში.

სადისციპლინო კომიტეტმა დისციპლინარული სასჯელი დააკისრა კლუბის დირექტორსაც. სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 130-ე, გარდამავალი დებულებების მუხლისა და 55-ე, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის ზოგადი იურისდიქციის მუხლის თანახმად, მიხეილ ხუციშვილს მიეცა ერთწლიანი სანქცირებადი ვადა. ამ ერთი წლის განმავლობაში, თუ კვლავ გამოიკვეთება მისი ბრალეულობა რაიმე საკითხში, მას მიეცემა დისკვალიფიკაცია და აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა.

"ზესტაფონს" უფლება აქვს, აღნიშნული გადაწყვეტილება შვიდი დღის ვადაში გაასაჩივროს სააპელაციო კომიტეტში.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 12 /
სირცხვილია რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება,იმის ნაცვლად გუნდის პრობლემები გულთან ახლოს მიეტანათ და დახმარებოდნენ. ფედერაცია უაზრო სანქციებს აწესებს.რა შუაშIა ხუციშვილი. ბიჭებს ს 3 თვეა ხელფასი არ აუღIათ და მისი და მიქაძIს ხათრით ათამაშობდნენ.ვიღაც ბიუროკრატების ახირებებს ეწირება ყველაფერი. ფედერაცია პრობლემის გადაწყვეტაში დაეხმაროს მათ სჟობს სირაქლემის პოზაშI ყოფნას. თორემ Yველაფერ ამას რაც მოფყვება მალე ნახავენ.საინტერესოა სპორთIსა და ახალგაზრდობის მინისტრი რით არის დაკავებული , თუ არა ასეთი საკითხების მოგვარებით დროა -დააფიქრდეთ.პასუხი ნამდვილად უნდა მოეთხოვოს იმათ ვინც გუნდი აიძულა ეროვნულ ჩემპიონატს ჩამოშორებოდნენ . ყველაფერი ეს მიზანმიმართულად ხდებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელების ნერვების ცვეთის ხარჯზე
fexburtis moyvaruli
22:37 20-04-2015
0
კანონი კანონია. 15 გუნდი უნდა დატოვონ. ესე ჯობია.
domenti
08:45 21-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული