"ჩვენ ბოლო 5 მატჩიდან 4 წავაგეთ ("გურიამ" ბოლო ხუთი თამაშიდან 3 წააგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მოიგო - რედ.) და ქუთაისელებთან შეხვედრამდე მთავარი მწვრთნელი გავაფრთხილე, რომ წაგების შემთხვევაში გავათავისუფლებდი", - ამბობს ურუშაძე.
ლორიასთვის კი მისი დათხოვნის მიზეზი გაუგებარია:
"კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს გაფორმებული. იქ არ
გუნდში რომ მივედი, ამაზე ლაპარაკი იყო, მაგრამ გამგებელს ავუხსენი, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. მითხრა - მაშინ რაც შეიძლება მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთო. ასეც ვცდილობდით.
მაგრამ გემახსოვრებათ, მეორე წრეში საქართველოში მოსამზადებელ ეტაპზე მხოლოდ 3 გუნდი დარჩა და ერთ-ერთი - "გურია" იყო. რამდენიმე მოთამაშის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, რადგან თანხა დაგვიანებით მოგვცეს. ვერც მეკარე ნადირაძე, გურული და კვესიეშვილი დავიმატეთ. ასეთ პირობებში, სამეულში მოხვედრაზე ფიქრი უაზრობა იყო.
ჩემი გათავისუფლების საკითხი აქამდე ორჯერ დაისვა - პირველი წრისა და მარტვილის "მერანთან" წაგების შემდეგ. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ წაგებას ელოდნენ. არადა, ერთადერთი გუნდი ვიყავით, რომელსაც აქამდე შინ არ წაეგო.
ჩვენს აღმასრულებელ დირექტორ ოთარ ჩხაიძეს ვკითხე, თუ რა გახდა გათავისუფლების საფუძველი და შესაბამისი გადაწყვეტილება წერილობით მოვითხოვე", - ამბობს ლორია.
გურულთა აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი რამდენიმე ფაქტს ამზეურებს:
"გამგებელმა ისიც თქვა, "დინამოს" მსგავსი პირობები გვაქვსო. შარშანდელივით ნამდვილად არ გვიჭირს და ეს მართლაც ურუშაძის დამსახურებაა, მაგრამ "დინამოსთან" შედარება სასაცილოა.
დღეს ითქვა, რომ "გურიაში" 161 კაცი მუშაობს და ესეც საინტერესოა. გარდა ამისა, არასწორი ინფორმაციაა, თითქოს, ჩვენი ბიუჯეტი 1,2 მილიონი ლარია. რეალურად, მილიონია, 700 ათასი კი უკვე დაიხარჯა, მაგრამ კლუბს დღემდე აქვს პირადად ჩემი დავალიანება".
დაბოლოს - დროებით, ლანჩხუთის "გურიას" ყოფილი მეკარე და ახალგაზრდული ნაკრების ექსთავკაცი გიგლა იმნაძე გაწვრთნის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"