"საზოგადოების ინტერესების დასაკმაყოფილებლად და მოცემულ ვითარებაში მეტი სიცხადის შესატანად საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალი "დინამო" ბათუმის საკითხთან დაკავშირებით უკვე მეორე განცხადებას ავრცელებს.
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია. დასაწყისშივე ვიტყვით, რომ ბატონ გია აბაშიძეს საკუთარი ეჭვების გასაფანტად და ალბათობის გამოსარიცხად შეეძლო მობრძანებულიყო და გასცნობოდა საქმის მასალებში არსებულ დისკს, რომელიც მართლაც ცარიელია და მასზე ჩანაწერი არ იკითხება. რაც შეეხება ბათუმის დინამოსთვის სასჯელის დამძიმებას, ეს გამოწვეული იყო იმ ქმედებებით, რასაც
ამასთან, ბატონ აბაშიძეს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახველი განცხადებების გაკეთება. სჯობდა, ბატონ აბაშიძეს ეზრუნა მტკიცებულებების წარმოდგენასა და მოწესრიგებაზე და არა ცილისწამებების მოფიქრებასა და გავრცელებაზე.
ტრიბუნალის ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს ზოგიერთ მედიასაშუალებას, რომ საკითხზე მსჯელობისას და ინფორმაციის გავრცელებისას ნუ დაიკავებენ მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას. ასეთ ფაქტებს უკვე აქვს ადგილი გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან და ვთხოვთ ჟურნალისტებსა და მათ რედაქციებს, რომ ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას მიკერძოებულად, მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის წარმოჩენის გზით, მით უმეტეს, რომ ტრიბუნალის ადმინისტრაცია მზადაა, ნებისმიერ ფორმატში ითანამშრომლოს ნებისმიერ ჟურნალისტთან და მიაწოდოს მას ყველა ის ინფორმაცია, რაც არ შელახავს მესამე პირთა ინტერესებს.
საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის ადმინისტრაცია".
ასევე იხილეთ:
ადვოკატმა ტრიბუნალს შეუტია: ბათუმის "დინამო" გალიდერებისთვის დასაჯეს!
ბათუმელები სახტად დატოვეს... რატომ დაუმძიმდა სანქცია "დინამოს"?