უმაღლესი ლიგის კლუბები სამუშაო შეხვედრაზე სფფ-ში შეიკრიბნენ

AutoSharing Option
23 აპრილს სფფ-ის ოფისში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებისა და სფფ-ის ხელმძღვანელებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას 15 კლუბის პრეზიდენტი და დირექტორი ესწრებოდა. მხოლოდ "სამტრედიის" წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს მოსვლა.

შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. შეკრებილებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს. ისაუბრეს "ზესტაფონში" შექმნილ ვითარებაზე და მოუსმინეს კლუბის დირექტორს - მიხეილ ხუციშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ კლუბი სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრებს.

ამასთან, სფფ-ის შეთავაზებას, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული გუნდებისთვის დაწესდეს საპრიზო ფონდი, კლუბების ხელმძღვანელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული გუნდი ფულადი პრემიის სახით ფედერაციისგან 250 ათას ლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი - 150 ათასს, ხოლო მესამე ადგილზე გასული კი - 100 ათას ლარს.

რაც შეეხება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების გამარჯვებულს, ის ფედერაციისგან 100 ათას ლარს მიიღებს.

სფფ-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
.... ხარტ კველა ფეხბურტი არარსებობს საქარტველოში და ფულიტ გინდათ ხმების კიდვა არა არველაზეებო სიცჰინავა სჰენ მარტო იმისტვის მოგეკიტხბა რომ ბორდელი გაქვს გახსნილი ფედერაციაში ..... სულ ცოტა ხანში ხალხს გული ერევა თქვენზე ...
besiki
18:50 23-04-2015
0
ძაან აგეწვათ? თავის დროზე სამტრედიას გადაურჩით ლიცენზიას არ აძლევდით და მაგიტომ გაზარდეთ 16 გუნდი.
dato
20:03 23-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული