"ძალიან გამიხარდა "საბურთალოს" გაჩემპიონება. მეც ამ კლუბში გავატარე ჩემი ბავშვობის რამდენიმე წელი. წარმატებებს ვუსურვებ უმაღლეს ლიგაში", - დაწერა ჭანტურიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს "საბურთალომ" სტუმრად წყალტუბოს "სამგურალს" მინიმალური ანგარიშით სძლია და უმაღლესი ლიგის საგზური 6 ტურით ადრე მოიპოვა.
ჭანტურია "საბურთალოში" 2004-დან 2010 წლამდე თამაშობდა.
ასევე იხილეთ:
უმაღლეს ლიგაში "საბურთალო" და "საპოვნელა" ითამაშებენ