ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ მატჩში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 2:1. აღსანიშნავია, რომ ამით "ტორპედოს" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
ანგარიში 52-ე წუთზე სტუმრებმა დავით ოდიკაძის გოლით შეძლეს. ქუთათურებმა გათანაბრება 67-ე წუთზე მოახერხეს - თავი გურამ ადამაძემ გამოიჩინა. ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ გუნდები თითო ქულას დასჯერდებოდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანა და "ჩიხურას" გამარჯვება მოუტანა.
ტურის ბოლო შეხვედრა შაბათს, 25 აპრილს,
ტურის სხვა მატჩები:
დილა-შუქურა 5:2
გოლები: 1:0, 4:1 მიხაილ გორელიშვილი (9, 59), 2:0 გიორგი ერისთავი (24), 3:0, 5:2 ირაკლი მოდებაძე (39, 75), 3:1 გიორგი ჩელებაძე (41), 4:2 თორნიკე თუხარელი (61).
ცხინვალი-დინამო (თბ) 4:1
გოლები: 0:1 მათე ცინცაძე (25), 1:1 გიორგი ივანიშვილი (40), 2:1 ნიკა კაჭარავა (60), 3:1 ბიძინა მახარობლიძე (87), 4:1 რატი ცაწკრიალაშვილი (90).
ვიტ ჯორჯია-სიონი 2:0
გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (30), 2:0 კახა კახაბრიშვილი (45+2).
კოლხეთი-მეტალურგი 3:0
გოლები: 1:0 გურამ გურეშიძე (29), 2:0 ომარ გოგონაია (65), 3:0 მერაბ გიგაური (65).
ზუგდიდი-სამტრედია 1:1
გოლი: 0:1 ლევან კაკუბავა (67), 1:1 ლაშა ღონღაძე (78, პენ).
იხილეთ ვრცლად:
უმაღლესი ლიგის XXV ტური: გორის "დილა" ჩემპიონობას უახლოვდება