ლანჩხუთის "გურიაში" მთავარ მწვრთნელად ცხადაძის ასისტენტი გია ცეცაძე სურთ?

AutoSharing Option
ფოტოზე: გია ცეცაძე და კახა ცხადაძე
ცნობილია, რომ ლანჩხუთის "გურიის" მთავარი მწვრთნელი თემურ ლორია 24-ე ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" საშინაო მარცხის შემდეგ პოსტიდან გაათავისუფლეს. ამიტომ ბოლო ტურში ქობულეთში ბათუმის "დინამოსთან" გუნდი მოედანზე მისმა ყოფილმა მეკარემ და დამრიგებელმა გიგლა იმნაძემ გაიყვანა.

შევიტყვეთ, რომ თამაშს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გია ცეცაძე დაესწრო. ამას მოჰყვა ხმები, თითქოს მას "გურიის" გაწვრთნა შესთავაზეს.

კულუარული ინფორმაციით, ლანჩხუთელებს ახალგაზრდა სპეციალისტის მიწვევის დიდი სურვილი აქვთ - მას უკვე შეხვდნენ და წინადადებითაც მიმართეს, მაგრამ მეორე საკითხია - რამდენად რეალურია,
ცეცაძე "გურიის" შეთავაზებას დათანხმდეს.

ლანჩხუთში ამ ინფორმაციაზე კომენტარს თავის აარიდეს, თავად ცეცაძესთან დაკავშირება კი შეუძლებელი აღმოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცეცაზეგა აკლიათ გურულებს სირცხვილია უბრალოდ გურულების რაუნდა საერთოდ ცეცაზეს ცავიდეს ხელბურთელები ავარჯიშოს
sako
18:05 27-04-2015
0
რაო რეზომ ლანჩხუთი გაგიკეთა რა კველა დამონებულები კავხართ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული